Thumbnail
  • 📅 5 მაისი | ⌚ 22:55 | ⚽ ჩელსი V რეალი
  • პირველი მატჩი მადრიდში 1:1 დასრულდა
  • რეალმა უნდა შეუტიოს და გაიტანოს 
  • ყველაფერი, რაც ამ მატჩის წინ უნდა იცოდეთ
  • საინტერესო ფაქტები ბევრ მინიშნებას მოგცემთ

მანჩესტერ სიტი ჩემპიონთა ლიგის ფინალში პირველად გავიდა და მეტოქეს ელოდება!

მეორე ნახევარფინალური წყვილის საპასუხო შეხვედრა ჩელსისა და მადრიდის რეალს შორის დღეს, ლონდონში, "სტემფორდ ბრიჯზე" გაიმართება. პირველი შეხვედრა მადრიდში ფრედ 1:1 დასრულდა. ერთი შეხედვით, სტუმრად გატანილი გოლი და ფრე თომას ტუხელის გუნდს მცირე უპიტარესობას უქმნის, თუმცა მეორე მხარეს ზინედინ ზიდანის რეალია, რომლისგანაც რთულია ელოდო, რომ გოლს ვერ გაიტანს.

პირველ შეხვედრაში ტუხელის გუნდს უფრო მეტის გატანა შეეძლო, თუმცა ჩელსის ფეხბურთელებმა მომენტები ვერ გამოიყენეს - განსაკუთრებით პირველ ტაიმში. შიდა ჩემპიონატებში ორივე გუნდს საკმაოდ დაძაბული სიტუაცია აქვს. ლა ლიგაში ტურიდან ტურამდე ყველაფერი ელვისებურად იცვლება და მადრიდული კლუბიც ჩემპიონობის შანს ინარჩნებს. ასე რომ, ზიდანის გუნდს ფიქრი ესპანეთის ჩემპიონატის თამაშებზეც მოუწევს.

რაც შეეხება ჩელსის: პრემიერლიგაში ლონდონელები მე-4 ადგილზე არიან და მომავალ წელს ჩემპიონთა ლიგაში თამაშის კარგ შანს ინარჩუნებენ. ამრიგად, როგორც რეალს, ისე ჩელსის, ორივე ფრონტზე სერიოზული ბრძოლა უწევს, თუმცა “სამეფო გუნდს” მომავალ წელს ლიგაში თამაში უკვე გარანტირებული აქვს, ჩელსისთვის კი სტამბოლის ფინალში გასვლა და მისი მოგება შესაძლოა მომავალი წლის გათამაშების ბილეთიც იყოს.

სერხიო რამოსი ჩელსისთან სათამაშოდ მზადაა

ორივე გუნდი ასე თუ ისე სტაბილურად გამოიყურება. ჩელსიმ ბოლო 5 მატჩიდან 3 მოიგო და 2 ფრედ ითამაშა, ხოლო ბოლო 10 მატჩიდან, მხოლოდ 2-ში დამარცხდა. ზიდანის გუნდს შთამბეჭდავი სერია აქვს. რეალს ყველა ტურნირზე ერთად 19-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს. ბოლოს "სამეფო გუნდმა" 30 იანვარს, ლევანტესთან წააგო (1:2).

ისტორიაში რეალი და ჩელსი ერთმანეთს სულ 4-ჯერ დაუპირისპირდნენ. აღნიშნული შეხვედრებიდან 2 ფრედ დასრულდა, ორიც ლონდონურმა კლუბმა მოიგო. რეალს ინგლისურ კლუბთან უარყოფითი ბალანსი აქვს გამოსასწორებელი, რაც მადრიდელებისთვის დამატებითი მოტივაციის მომტანი უნდა იყოს.

"სამეფო კლუბში" კარგი ამბებია. პაუზის შემდეგ გუნდს კაპიტანი სერხიო რამოსი უბრუნდება, რომელმაც ტრავმა მოიშუშა და სათამაშოდ მზადაა. სერხიო მადრიდული კლუბისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა და მისი ასეთ დროს დაბრუნება გუნდისთვის პოზიტიური ამბავია. მიუხედავად ამისა, ზიდანის გუნდი ლონდონში დანაკლისით ჩადის. ფრანგს ისევ არ ეყოლება დანი კარვახალი, რომელიც ცოტა ხნის წინ დაბრუნდა და ახლა ისევ დაშავდა. ასევე არ იქნება ვასკესიც, ხოლო კითხვის ნიშნის ქვეშაა ვარანის და მენდის თამაშიც. ჩელსის მხრიდან საეჭვოა კოვაჩიჩის თამაში - ყველა სხვა მოთამაშე ტუხელის განკარგულებაშია.

საინტერესო ფაქტები

⚽ ეს იქნება რეალისა და ჩელსის მეხუთე შეხვედრა. 1971 წელს თასების მფლობელთა თასის ფინალში პირველი დაპირისპირება ფრედ 1:1 დასრულდა, რის შედეგადაც ორ დღეში გადათამაშება შედგა და ინგლისელებმა 2:1 იმარჯვეს. მე-3 მატჩი 1998 წლის ევროპის სუპერთასის ფინალში გაიმართა და ჩელსიმ ისევ მოიგო 1:0. ბოლო შეხვედრა კი გასულ კვირას გაიმართა, რომელიც ფრედ 1:1 დასრულდა.

⚽ მადრიდის რეალი (ჩემპიონთა ლიგაზე) ბოლო 6 მატჩია დაუმარცხებელია.

⚽ ჩელსიმ (ჩემპიონთა ლიგაზე) ბოლო 11 მატჩიდან მხოლოდ 1 წააგო.

⚽ ლონდნელების ბოლო 6 შეხვედრაში (ჩემპიონთა ლიგაზე) 2.5-ზე ნაკლები გოლი გავიდა.

⚽ ზიდანის გუნდს (ყველა ტურნირზე) 19-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს.

⚽ ტუხელის გუნდმა (ყველა ტურნირზე) ბოლო 10 მატჩიდან მხოლოდ 2 წააგო.

⚽ "არისტოკრატებმა" (ყველა ტურნირზე) ბოლო 25 შეხვედრიდან 21-ში 2.5-ზე ნაკლები გოლი გაიტანეს.

⚽ "სამეფო გუნდმა" (ყველა ტურნირზე) ბოლო 20 მატჩიდან 17-ში მინიმუმ 1 გოლი გაიტანა.

სავარაუდო შემადგენლობები

ჩელსი (3-5-2): მენდი - კრისტენსენი, სილვა, რიუდიგერი - ასპილიკუეტა, ჟორჟინიო, კანტე, მაუნტი, ჩილველი - პულიშიჩი, ვერნერი.
ტრავმა: კოვაჩიჩი (?).

რეალი (4-3-3): კურტუა - ვალვერდე, რამოსი, მილიტაო, ნაჩო - კაზემირო, მოდრიჩი, კროოსი - ასენსიო, ბენზემა, ვინისიუსი.
ტრავმა: კარვახალი, ვასკესი, მენდი (?), ვარანი (?).

კომენტარები

ბოლო ამბები