Thumbnail

ფონსეკას უშვებენ! რომას ახალი მწვრთნელი ეყოლება

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • რომას ოფიციალურ ვებგვერდზე ფონსეკას დაემშვიდობნენ
  • პორტუგალიელი მწვრთნელი გუნდიდან სეზონის ბოლოს წავა

იტალიურ რომას მომავალი სეზონიდან ახალი მწვრთნელი ეყოლება. კლუბმა ამის შესახებ განცხადება ოფიციალური ვებგვერდით გაავრცელა. ''რომაში მომუშავე ყველა ადამიანის სახელით პაულო ფონსეკას დიდ მადლობას ვუხდით გაწეული შრომისა და ხელმძღვანელობისთვის'', - განაცხადა კლუბის პრეზიდენტმა დენ ფრიდკინმა.

ფონსეკა რომში სეზონის ბოლომდე დარჩება, რის შემდეგაც დაკავებულ თანამდებობას დატოვებს. პაულო რომში დონეცკის შახტარიდან გადავიდა. პორტუგალიელი მანამდე პაკოშ დე ფერეირას, ბრაგასა და პორტოს წვრთნიდა.

პაულო ფონსეკა რომას მთავარი მწვრთნელის პოსტს დატოვებს

ფონსეკას გუნდი ევროპალიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩში მანჩესტერ იუნაიტედთან 2:6 განადგურდა. გარდა ამისა, პაულოს გუნდს სერია A-ში ჩემპიონთა ლიგის ზონის ოთხეულში შესვლის შანსიც დაკარგული აქვს. ჯერჯერობით უცნობია, ვინ გაწვრთნის რომას ახალი სეზონიდან. იტალიურ მედიაში მაურიციო სარის შესაძლო დანიშვნაზე წერენ.

გამოკითხვა

ვინ გავა ფინალში?

  • სიტი
  • პსჟ

კომენტარები

ბოლო ამბები