Thumbnail

პირველი ქართველი UFC-ის TOP 10-ში - ჭიკაძის და დვალიშვილის პროგრესი

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • გიგა ჭიკაძე და მერაბ დვალიშვილი UFC-ის რეიტინგში დაწინაურდნენ
  • გიგა პირველი ქართველი მებრძოლია, ვინც UFC-ის ტოპათეულში მოხვდა

შერეული ორთაბრძოლების მებროლი გიგა ჭიკაძე, რომელმაც ახლახან UFC-ში მორიგი ბრძოლა მოიგო, ორგანიზაციის განახლებულ რეიტინგში 4 ადგილით დაწინაურდა და ნახევრად მსუბუქი წონის საუკეთესო ათეულში მოხვდა. 

აღსანიშნავია, რომ 32 წლის ჭიკაძე პირველი ქართველი სპორტსმენია, ვინც UFC-ის წონითი კატეგორიის TOP10-ში შეაღწია. ამ ამბავს გიგა სოციალურ ქსელშიც გამოეხმაურა. 

First ever Georgian to break into TOP 10 UFC rankings! And we’re just warming up! Yours, “Champ in making” ...⏳⌛️ 🇬🇪🥷🏻

Posted by GIGA CHIKADZE on სამშაბათი, 04 მაისი, 2021

შეგახსენებთ, რომ გიგა ჭიკაძემ თავის მეექვსე შეხვედრა UFC-ში ახლახან ამერიკელ ქაბ სვანსონთან გამართა და მეტოქეს 63 წამში, ნოკაუტით აჯობა. მანამდე ჭიკაძეს ბრენდონ დევისი, ჯამალ ემერსი, ირვინ რივერა, ომარ მორალესი და ჯეიმს სიმონსი ჰყავდა დამარცხებული. 

📺 ჭიკაძე V სვანსონი

UFC-ის რეიტინგში დაწინაურდა კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი, რომელმაც ბოლო დაპირისპირებაში ამერიკელი კოდი სტამანი დაამარცხა. მერაბს წინსვლა ერთი საფეხურით აქვს და ქვემსუბუქ წონით კატეგორიაში მე-11 პოზიციაზეა.

📺 დვალიშვილი V სტამანი

30 წლის მერაბ დვალიშვილს UFC-ში 8 ბრძოლა აქვს ჩატარებული, საიდანაც პირველი ორი დათმო, ხოლო ბოლო 6-ში გამარჯვება იზეიმა. ქართველ სპორტსმენს კოდის სტამანის გარდა, ტაირონ ვეარი, ბრედ კანტონა, კეისი კენი, გუსტავო ლოპესი და ჯონ დოდსონი ჰყავს დამარცხებული.

კომენტარები

ბოლო ამბები