Thumbnail
  • როტორის მცველმა ახმატთან გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა
  • 29 წლის ქართველი ფეხბურთელი whoscored.com-მა და ФНК-ამ გამოარჩიეს

საქართველოს ნაკრების მცველი საბა კვერკველია რუსეთის პრემიერლიგის 28-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. მოსკოვის ლოკომოტივიდან ვოლგოგრადის როტორში იჯარით მოთამაშე ქართველმა ფეხბურთელმა ბოლო ტურში, ახმატთან მატჩში შეუცვლელად ითამაშა და თავისი გუნდის გამარჯვებაში (1:0) მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

29 წლის კვერკველია ტურის სიმბოლურ გუნდში whoscored-მა, ასევე საიტმა ФНК-ამ დაასახელა. 

"გასულ ტურში კვერკველიამ კარიერაში სარეკორდო ავტოგოლი მიითვალა, მაგრამ ამჯერად უაღრესად კონცენტრირებული და საიმედო იყო. ის იგებდა ყველა ორთაბრძოლას ჰაერში, რომელშიც ერთვებოდა და არანაკლებ დამაჯერებელი იყო მიწაზეც, სადაც დროულად ახერხებდა ვითარების განმუხტვას და ერთი-ერთზე არავის აძლევდა მოტყუების უფლებას. 

გამოცდილი მცველი ვოლგოგრადელებს გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა, რომელიც მათ ელიტაში დარჩენის შანსს უნარჩუნებს. 

ფაქტია: ახმატის წინააღმდეგ მატჩში კვერკველიას აქტივში 5 მოგებული საჰაერო დუელი, 2-2 მოგერიება და ჩაჭრაა", - წერს საიტი.

ახმატთან საბასთან ერთად დავითაშვილმა, ყიფიანმა და ჯოვინომაც ითამაშეს

საბა კვერკველიამ მიმდინარე სეზონში როტორის ღირსება 17 მატჩში დაიცვა, 5-ჯერ გააფრთხილეს, ერთხელ კი ავტოგოლი მიითვალა.

ვოლგოგრადის გუნდი გადარჩენისთვის იბრძვის - 21 ქულით მე-14 ადგილზეა და იმედოვნებს, რომ ჩემპიონატის დასრულებამდე დარჩენილ 2 ტურში აღარ დაქვეითდება, რათა შემდეგ პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის პლეი ოფში იბრძოლოს.  

კომენტარები

ბოლო ამბები