Thumbnail

გოგა ბითაძეს ისევ არ უთამაშია, ეს რასელ ვესტბრუკის მატჩი და დღე იყო!

ვაშინგტონ უიზარდსის ლიდერმა თავის გუნდს ინდიანა პეისერსთან 154:141 მოაგებინა და გახდა ერთადერთი კალათბურთელი NBA-ს ისტორიაში, რომელმაც ორჯერ შეძლო 20-20-სამმაგი დუბლის (მოხსნები და ასისტები) შესრულება. ასეთი რამ მხოლოდ ლეგენდარულ უილტ ჩემბერლენს აქვს გაკეთებული - ერთხელ.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • მაიამი
  • დალასი

ვესტბრუკმა ჯამში 14 ქულა, 21 მოხსნა და 24 პასი დააგროვა. ამ სეზონში ეს რასის 32-ე სამმაგი დუბლია, კარიერაში კი 178-ე - მხოლოდ სამით მეტი აქვს NBA-ს ლეგენდა ოსკარ რობერტსონს. სხვათა შორის, 24 ასისტი ვაშინგტონის რეკორდია.

„გამთამაშებელი მცველები არ აკეთებენ იმას, რასაც ის აკეთებს. ის ნორმალური არ არის! - განაცხადა ვაშინგტონის მწვრთნელმა სკოტ ბრუკსმა მატჩის შემდეგ, - შესაძლოა, არსებობდეს ვინმე, ვინც უკეთ ისვრის. შესაძლოა, არსებობდეს ვინმე, ვინც რაღაცებს უკეთ აკეთებს, მაგრამ კალათბურთის ისტორიაში არ არსებობს არავინ, ვისაც შეუძლია ისეთი სტატისტიკების დაფიქსირება, როგორიც ვესტბრუკს.“


“ყოველთვის ვამბობდი, რომ ის ყველა დროის საუკეთესო გამთამაშებლებში სავარაუდოდ მესამე ადგილზეა და ასე შევიდოდა ისტორიაში. ახლა ვფიქრობ, რომ ერთს მაინც გადაასწრო. რასი ისტორიაში შევა, როგორც ყველა დროის მეორე გამთამაშებელი. ნომერი პირველი, რა თქმა უნდა, მეჯიქ ჯონსონია.“ - ესეც ბრუკსის სიტყვებია.

კომენტარები

ბოლო ამბები