Thumbnail

ზედიზედ ორი მარცხის და ძალიან გართულებული სატურნირო მდგომარეობის ფონზე ლეიკერსს დენვერთან აუცილებელი გამარჯვება ესაჭიროებდა. კალიფორნიელთა მდგომარეობას ისიც ართულებდა, რომ მათ ორ დღეში ზედიზედ მეორე მატჩის ჩატარება უწევდათ და ლებრონ ჯეიმსი მიკროტრავმის გამო ამ თამაშს ტოვებდა.

ლეიკერსი ფსონს თავის დაცვაზე ჩამოვიდა და ძალიან დაბალშედეგიან და დაძაბულ შეხვედრაში გამარჯვება მოახერხა. მთავარი ბრძოლა სამწამიანში წარიმართა, სადაც ორივე გუნდის ლიდერები - ნიკოლა იოკიჩი და ენტონი დევისი - ძალიან აქტიურები იყვნენ. დევისმა ტორონტოსთან ჩაგდებული შეხვედრის შემდეგ გუნდის ლიდერის როლი თავის თავზე აიღო და 19-დან 9 ჩაგდებული სროლის შემდეგ 25 ქულა დააგროვა. სწორედ დევისის ანგარიშზე იყო ბოლო წუთზე ძალიან მნიშვნელოვანი ორქულიანი, როცა დენვერმა კალიფორნიელთა 10-ქულიანი უპირატესობა 2-მდე შეამცირა და დაფარება ბოლო წამზე. დევისის გარდა ლეიკერსის ვერცერთმა მოთამაშემ 11 ქულაზე მეტის დაგროვება ვერ მოახერხა.

ლეიკერსს ენტონი დევისმა ულიდერა

დენვერიდან ტრადიციულად საუკეთესო ნიკოლა იოკიჩი იყო. სერბმა 32 ქულა ჩააგდო, თუმცა ამისთვის 28 სროლა დასჭირდა. მის ანგარიშზე 9 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემაც იყო. იმ ფონზე, როცა დენვერს შეტევაში თამაში არ წაუვიდა, იოკიჩი ერთადერთი ოპცია იყო შეტევაში.

ლეიკერსმა ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა და კარგი შანსი შეინარჩუნა, რომ პლეი ოფში პირდაპირ, გადათამაშების გარეშე გავიდეს.

კომენტარები

ბოლო ამბები