Thumbnail

'იქ გასატანად და მოსაგებად მივდივარ' - მიქაუტაძე ბელგიის კვირის სიმბოლურშია

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

ბელგიის ჟუპილერ ლიგის პლეი ოფის პირველ მატჩში გიორგი მიქაუტაძის სერენმა 1:1 ითამაშა ბევერენთან და ახლა 8 მაისს საპასუხო მატჩში, რომელიც მეტოქის მოედანზეა, გადაწყდება, თუ რომელი კლუბი ითამაშებს მომავალ სეზონში ელიტაში. 92-ე წუთზე სერენი მიქაუტაძის სეზონში მე-20 გოლმა იხსნა.

გიორგი მიქაუტაძე (სერენი): "ეს გოლი დამსახურებულია, ვინც მთელი მატჩი ნახა დამეთანხმება. გაცილებით კარგია საპასუხო მატჩის წინ 1:1, ვიდრე 0:1 იყო. მეორე მატჩში ყველაფერი შეიძლება მოხდეს "ფრიტჰელზე" (სტადიონი ბევერენში) გასატანად და მოსაგებად მივდივართ. ომი ჯერ კიდევ გრძელდება". 

Unibet Belgium-მა ბელგიის კვირის სიმბოლურში გიორგი მიქაუტაძეც შეიყვანა. თავდასხმაში მასთან ერთად მოხვდნენ ანდერლეხტის დანიელი ფორვარდი ბრუუნ ლარსენი და ანტვერპენის იაპონელი შემტევი კოჯი მიოში. 

კომენტარები

ბოლო ამბები