Thumbnail

მერაბ ჟორდანიას ვაჟი ჰოლანდიურ კლუბს 2.5 მილიონ ევროდ ყიდულობს

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • კახი ჟორდანია მერაბ ჟორდანიას უფროსი ვაჟია
  • დენ ბოსხმა გასულ წელს 900 ათასი ევრო იზარალა

ჰოლანდიური მედიის ინფორმაციით, მერაბ ჟორდანიას 24 წლის ვაჟი, კახი ჟორდანია ჰოლანდიურ კლუბს 2.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ ყიდულობს. ეს ინფორმაცია პირველი Brabants Dagblad-მა გაავრცელა. 

რანგით მე-2 დივიზიონში მე-11 ადგილზე გასული დენ ბოსხი იყიდება და სავარაუდო მყიდველი კახი ჟორდანიაა. მისი მამა, მერაბ ჟორდანია არნემის ვიტესის ყოფილი მფლობელია. პოლ ვან დერ კრაანი დენ ბოსხის გენერალური მენეჯერი კი ვიტესში მუშაობდა ჟორდანიას მმართველობის დროს.

მერაბ ჟორდანია სამი წელი მართავდა არნემის ვიტესს

ვან დე კრაანმა განაცხადა, რომ კლუბის 8 მფლობელი მართლაც განიხილავს მისი გაყიდვის ალბათობას, მაგრამ არ აკონკრეტებს, ყიდულობს თუ არა კლუბს კახი ჟორდანია. "სახელებს არ დავასახელებ, რადგან ჯერ არ არის ხელშეკრულება გაფორმებული", - განაცხადა ვან დერ კრაანმა.
დენ ბოსხის სავარაუდო ფასი 2.5 მილიონია. კლუბმა ბოლო ფინანსური წელი 900-ათასიანი დეფიციტით ჩაამთავრა. 

თავიდან გავრცელდა ხმები, რომ კლუბს კახის უმცროსი ძმა, 21 წლის ლევან ჟორდანია ყიდულობდა, რომელიც ვიტესის ახალგაზრდულ გუნდში და დაბალი ლიგის აქილევს-29-ში თამაშობდა. თუმცა შემდეგ Brabants Dagblad-მა სავარაუდო მყიდველის სახელი დააზუსტა. 

კახი ჟორდანია

დენ ბოსხი 1948 წელს ჰოლანდიის ჩემპიონი გახდა, 1991 წელს კი ჰოლანდიის თასის ფინალში გავიდა.

თებერვალში Voetbal International-თან ინტერვიუში მერაბ ჟორდანიამ განაცხადა, რომ მისი შვილი ჰოლანდიური კლუბის შეძენით დაინტერესებულია. 

კომენტარები

ბოლო ამბები