Thumbnail

ბორჯღალოსნები საფრანგეთთან ითამაშებენ - ტესტი შემოდგომაზე დაინიშნა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • საქართველოს რაგბის ნაკრებს კიდევ ერთი გამოცდა ელის
  • 'ბორჯღალოსნები' 'სამფეროვნებს' მხოლოდ ერთხელ შეხვედრიან

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები შემოდგომაზე კიდევ ერთ გამორჩეულ ტესტ-მატჩს ჩაატარებს. ფრანგული პრესის ცნობით, “ბორჯღალოსნები” ნოემბერში ბორდოში ჩავლენ და მასპინძელთა ნაკრებს გაეჯიბრებიან.

როგორც Rugbyrama წერს, “სამფეროვნები” საშემოდგომის სერიის დროს სამ მატჩს გამართავენ: 6 და 20 ნოემბერს, შესაბამისად, არგენტინასთანა და ახალ ზელანდიასთან თამაშები პარიზულ Stade de France-ზე შედგება, 13-ში კი, საქართველოსთან დაპირისპირება stade Chaban-Delmas-ზეა დაგეგმილი.

საფრანგეთმა და საქართველომ 2007 წლის მსოფლიოს თასზე ითამაშეს

ცნობისთვის, საქართველოსა და საფრანგეთის რაგბის ნაკრებებს შარშანაც უნდა ეთამაშათ, თუმცა, სენტ ეტიენში დაგეგმილი შეხვედრა კოვიდ-პანდემიის გამო ჩაიშალა. საერთოდაც, ხსენებულ გუნდები ერთმანეთს მხოლოდ ერთხელ დაპირისპირებიან. მატჩი 2007 წლის მსოფლიო თასის ეგიდით მარსელში შედგა და მასპინძელთა უპირატესობა აშკარა იყო – 64:7.

როგორც უკვე ვიუწყებოდით, 17 ივლისს “ბორჯღალოსნები” შოტლანდიის ნაკრებს უმასპინძლებენ და ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ 7 აგვისტოს არგენტინას ეწვევიან. ასევე არსებობს ინფორმაცია, რომ შემოდგომაზე საქართველოში ფიჯი და აშშ-ც ჩამოვლენ, ამდენად, რაგბის ქომაგს ნამდვილად დატვირთული წელი ელის.

კომენტარები

ბოლო ამბები