Thumbnail
  • ენისეი 15:6 კრასნი იარი
  • ქართველმა მორაგბემ ულამაზესი შეტევა განახორციელა

რუსეთის სარაგბო ჩემპიონატის პირველ ნახევარფინალურ მატჩში კრასნოიარსკის ენისეიმ თანაქალაქელ კრასნი იარს 15:6 სძლია, შეხვედრის ერთ-ერთი გმირი კი მასპინძელთა ქართველი გარემარბი დავით მესხი გახდა, რომელმაც ულამაზესი ლელო დადო.

მატჩის 74-ე წუთზე ენისეი 10:6-ს იგებდა და მეტოქის შეტევების მოგერიება უხდებოდა, როდესაც კონტრშეტევა წამოიწყო, ბურთი ფლანგზე მესხს მიუვიდა, მან კი ლელომდე ერთბაშად 6 (!) მეტოქე ჩამოიცილა და მიზანს ისე უწია.

დავითის გარდა, ენისეის მაისურით მიხეილ გაჩეჩილაძემ ითამაშა, კრასნი იარის ღირსებას კი რობერტ სუთიძე, ნიკო აფციაური და გიორგი ფრუიძე იცავდნენ. განმეორებითი მატჩი 10 მაისს გაიმართება, მე-2 ფინალისტის ვინაობა კი ნოვოკუზნეცკის მეტალურგისა და პენზის ლოკომოტივის შეხვედრაში ირკვევა.

კომენტარები

ბოლო ამბები