Thumbnail

გიგა ჭიკაძემ COWBOY გამოიწვია - UFC-ის ქართველი მებრძოლი მეტოქეს ითხოვს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

შერეული ორთაბრძოლების ქართველი მებრძოლი გიგა ჭიკაძე, რომელიც UFC-ში ნახევრად მსუბუქ წონით კატეგორიაში გამოდის, მზადაა, ახლო მომავალში მორიგი ბრძოლა ჩაატაროს. 32 წლის სპორტსმენს ორკვირიან პერიოდში ზედიზედ მეორედ ოქტაგონზე გასვლა დონალდ სერონეს, მეტსახელად COWBOY-ის წინააღმდეგ სურს. 

"იქნებ მომავალ უიქენდზე დონალდ სერონესთან?"- დაწერა ჭიკაძემ თავის ტვიტერზე და პოსტზე UFC-ის პრეზიდენტი დანა უაითი, მატჩმეიქერი შონ შელბი და მენეჯერი ალი აბდელ-აზიზი მონიშნა. 

შეგახსენებთ, რომ გიგა ჭიკაძემ UFC-ში თავისი მეექვსე ბრძოლა სულ ახლახან ჩაატარა და მეექვსე გამარჯვება იზეიმა. გიგამ ამერიკელ ქაბ სვანსონს 63 წამში, ნოკაუტით მოუგო, ბრძოლის შემდეგ კი განაცხადა, რომ მორიგი ჩხუბი მაქს ჰოლუეისთან ან კელვინ კატართან ისურვებდა. 

რაც შეეხება დონალდ სერონეს, 38 წლის ამერიკელს ბრძოლა 8 მაისს, დიეგო სანჩესთან ჰქონდა დაგეგმილი, მაგრამ ამ უკანასკნელს ჯერ ბრძოლა გაუუქნეს, შემდეგ კი სულაც UFC-იდან გაუშვეს. გიგას სწორედ სანჩესის ნაცვლად სურს ოქტაგონზე გასვლა. აღსანიშნავია, რომ დონალდ სერონემ ოქტაგონზე ბოლო ოთხივე ბრძოლა დათმო.

კომენტარები

ბოლო ამბები