Thumbnail
  • ფუენლაბრადა 98:65 ტენერიფე
  • ქართველი ცენტრის გუნდმა მოულოდნელი მარცხი განიცადა

გიორგი შერმადინის ლენოვო ტენერიფემ ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში მოულოდნელი მარცხი განიცადა. ქართველი ცენტრის გუნდის სატურნირო ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფ ფუენლაბრადას სტუმრობდა და 33 ქულის სხვაობით – 65:98 განადგურდა.

ჩვეულად შედეგიანად ვერც ქართველმა ლეგიონერმა ითამაშა, თუმცა, სტუმართა რიგებში მაინც ყველაზე მაღალი სარგებლიანობის კოეფიციენტი (15) ჰქონდა. გიორგიმ მოედანზე 16:22 წუთი გაატარა და 7 ქულა, 6 მოხსნა (3 შეტევაში), 1 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. შერმადინმა 6-დან 2 ორქულიანი და 3-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 7-ჯერ დაჯარიმდნენ. 

ლენოვო ტენერიფეს 26 მოგების წილ 8 მარცხი მოუგროვდა და ლიგა ენდესაში მადრიდის რეალის და ბარსელონას შემდეგ მე-3 ადგილზე რჩება, მომდევნო მატჩს კი 13 მაისს სარაგოსაში ჩაატარებს. ამხელა პაუზა იმითაა გამოწვეული, რომ შერმადინის გუნდს ჩემპიონთა ლიგის გადამწყვეტი მატჩები ელის. ტენერიფელები რვათა ფინალში არიან გასულნი და 6 მაისს ფრანგულ სტრასბურგს ეთამაშებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები