Thumbnail
  • ნიკა სიჭინავას მიმდინარე სეზონში 6 გოლი აქვს გატანილი
  • თავის გამოჩენა ოლიმპიკში თემურ ჩოგაძესაც შეეძლო

უკრაინის პრემიერლიგის 24-ე ტურში ინჰულეცის ქართველმა ფეხბურთელმა ნიკა სიჭინავამ გოლი გაიტანა და საგოლე პასიც შეასრულა. მისი ლიდერობით, გუნდმა დონეცკის ოლიმპიკთან დამაჯერებელი გამარჯვება იზეიმა - 3:0.

33-ე წუთზე ანგარიში დენის იანაკოვმა სიჭინავას პასით გახსნა, ხოლო მე-2 ტაიმის დასაწყისში 48-ე წუთზე 26 წლის ქართველმა ფეხბურთელმა ეფექტური დარტყმით თავად შეძლო გოლის გატანა და უპირატესობა ორამდე გაზარდა. ნიკამ მოედანზე 90 წუთი გაატარა. ოლიმპიკის შემადგენლობაში ძირთადში იყო თემურ ჩოგაძე და 64-ე წუთზე შეცვალეს. მას საგოლე შანსიც ჰქონდა მეორე ტაიმის დასაწყისში, მაგრამ ინჰულეცის მეკარემ აჯობა.

ნიკა სიჭინავას ინჰულეცის მაისურით უკრაინის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში მე-6 გოლი გაიტანა, საგოლე პასი კი პირველად მიითვალა (16 მატჩში). ინჰულეცი 24 ტურის შემდეგ 23 ქულით მე-11 ადგილზეა, დონეცკის ოლიმპიკს კი 21 ქულა აქვს და ბოლოსწინა, მე-12 პოზიციაზეა.

📺 სიჭინავას გოლი, საგოლე პასი და ჩოგაძის მომენტი

კომენტარები

ბოლო ამბები