Thumbnail

'საქართველოს მთავრობას მივმართავ' - ჭიკაძის კომენტარი მოგების შემდეგ

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი

32 წლის გიგა ჭიკაძემ UFC-ში მეექვსე ბრძოლა ჩაატარა და ზედიზედ მეექვსე გამარჯვება იზეიმა. გიგამ ამერიკელ ქაბ სვანსონს პირველივე წუთზე ძლიერი დარტყმა მიაყენა, რის შემდეგაც მეტოქემ ბრძოლა ნორმალურად ვერ გააგრძელა - გიგამ მეტოქეს კიდევ რამდენჯერმე დაარტყა, რის შემდეგაც ოქტაგონის მსაჯმა ბრძოლა შეაჩერა და ქართველმა ნოკაუტით UFC-ში ზედიზედ მეორედ გაიმარჯვა.

ბედნიერი ვარ. ქაბს პატივს ვცემ, მაგრამ ეს ბრძოლა იყო. თხუთმეტეულის მებრძოლებს მივმართავ, თუ არ იცოდით ჩემი სახელი, ახლა უკვე იცით. ვიცოდი, რომ ბრძოლა დასრულებული არ იყო, წამით გავჩერდი, მსაჯმა არ გამაჩერა და საქმე დავასრულე.

ჩემს ქვეყანაში აღდგომას აღნიშნავენ. მჯერა, რომ მე და მერაბმა სიხარულის კიდევ უფრო მეტი მიზეზი მივეცით მათ. აქ ერთი დიდი ბიჭია. მაქს ჰოლოუეი, შენ ერთ-ერთი საუკეთესო ხარ და შენთან ჩხუბი მინდა. თუ ეს არ მოხდება, მაშინ შენს ყოფილ მეტოქესთან კელვინ კატართან ვიჩხუბებდი.

ქართველებს აღდგომას გილოცავთ. საქართველოს მთავრობას მივმართავ, ამაზე მაგარი სპორტი რომელია საქართველოში. მგონი, უნდა შეგვეხმიანოთ და ცოტა მეტი ყურადღება მოგვაქციოთ. ვიცი, უფრო მაგარ საქმეებს გავაკეთებთ.

კომენტარები

ბოლო ამბები