Thumbnail

ჭიკაძის ზედიზედ მეორე ნოკაუტი UFC-ში - გიგამ სვანსონს აჯობა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • გიგა ჭიკაძემ UFC-ში მეექვსე ბრძოლა ჩაატარა
  • ქართველმა მებრძოლმა ზედიზედ მეექვსე გამარჯვება იზეიმა

32 წლის გიგა ჭიკაძემ UFC-ში მეექვსე ბრძოლა ჩაატარა და ზედიზედ მეექვსე გამარჯვება იზეიმა. გიგამ ამერიკელ ქაბ სვანსონს პირველივე წუთზე ძლიერი დარტყმა მიაყენა, რის შემდეგაც მეტოქემ ბრძოლა ნორმალურად ვერ გააგრძელა - გიგამ მეტოქეს კიდევ რამდენჯერმე დაარტყა, რის შემდეგაც ოქტაგონის მსაჯმა ბრძოლა შეაჩერა და ქართველმა ნოკაუტით UFC-ში ზედიზედ მეორედ გაიმარჯვა.

გიგას ბრძოლის მოსაგებად სულ 1 წუთი და 3 წამი დასჭირდა. მას და მერაბ დვალიშვილს UFC-ში ზედიზედ 6 გამარჯვება აქვთ მოპოვებული. სვანსონის დამარცხებამდე, ჭიკაძეს ბრენდონ დევისი, ჯამალ ემერსი, ირვინ რივერა, ომარ მორალესი და ჯეიმს სიმონსი ჰყავდა დამარცხებული. 

კომენტარები

ბოლო ამბები