Thumbnail

ზედიზედ მე-6 მოგება UFC-ში, დვალიშვილმა სტამანი მაგრად დაჩაგრა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • მერაბ დვალიშვილმა UFC-ში მე-8 ბრძოლა ჩაატარა
  • ქართველმა მებრძოლმა კოდი სტამანს მოუგო და ზედიზედ მე-6 გამარჯვება იზეიმა

ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა UFC-ში მერვედ იჩხუბა. მისი მეტოქე ამჯერად 32 წლის ამერიკელი კოდი სტამანი იყო, რომელსაც ქართველმა მებრძოლმა 3-რაუნდიანი ჩხუბის შემდეგ აჯობა და UFC-ში ზედიზედ მე-6 გამარჯვება იზეიმა.

შეგახსენებთ, რომ მერაბს  კოდი სტამანთან ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში უნდა ეჩხუბა, მაგრამ მაშინ დაპირისპირება კოდის ტრავმის გამო არ შედგა. სამწუხაროდ, ხელმეორედ დაგეგმილი ორთაბძოლაც გაუქმდა - ამჯერად მიზეზი კორონავირუსი იყო, რომელიც მერაბს დაუდგინდა, რის გამოც 6 თებერვალს ჩანიშნული ბრძოლაც გადაიდო.

2 მაისს გამართული ბრძოლის სამივე რაუნდში ქართველმა სპორტსმენმა შესანიშნავად იასპარეზა და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით ბრძოლის გამარჯვებულიც გახდა. მერაბი მთელი ბრძოლის განმავლობაში კარგ დარტყმებს ახორციელებდა და მეტოქეს უშანსოდ ტოვებდა. აღსანიშნავია, რომ დვალიშვილმა დგომში ძალიან კარგად იჩხუბა.

მსაჯების გადაწყვეტილებები

მაიკ ბელი | მერაბ დვალიშვილი 30:27 კოდი სტამანი
სალ დ'ამატო | მერაბ დვალიშვილი 29:28 კოდი სტამანი
რიკ ვინტერი | მერაბ დვალიშვილი 29:28 კოდი სტამანი

მერაბს UFC-ში ზედიზედ მე-6 გამარჯვება დაუგროვდა. ქართველ სპორტსმენს UFC-ში ტაირონ ვეარი, ბრედ კანტონა, კეისი კენი, გუსტავო ლოპესი, ჯონ დოდსონი და კოდი სტამანი ჰყავს დამარცხებული.

კომენტარები

ბოლო ამბები