Thumbnail
  • Transfermarkt-ის ახალი ფასები ეროვნულ ლიგაში
  • ახალი ლიდერი 20 წლის გოლკიპერია, 18 წლის ნახევარმცველი მეორეა

Transfermarkt-მა ეროვნული ლიგის ფეხბურთელების ფასები განაახლა, რამდენიმე ფეხბურთელის საბაზრო ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა, მათ შორის ლოკომოტივის 20 წლის გოლკიპერ გიორგი მამარდაშვილსა და დინამო თბილისის 18 წლის ტალანტ ლუკა გაგნიძეს გამოვყოფთ.

გიორგი მამარდაშვილი ელიგის ყველაზე ძვირი ფეხბურთელი გახდა, დღემდე ყველაზე ძვირი გურამ კაშია იყო

დღეიდან გიორგი მამარდაშვილი €800 000 ღირს და ის საქართველოს ჩემპიონატის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია. მისმა ფასმა 300 ათასით მოიმატა. იტალიურ მედიას თუ დავუჯერებთ, ლუკა გაგნიძე უკვე იუვენტუსის სკაუტების სიაშია. დღეიდან ლუკა €700 000 ღირს. აღსანიშნავია, რომ აქამდე მისი ფასი სულ რაღაც 150 ათასი იყო. 

📺 ვიდეო: გიორგი მამარდაშვილის სეივები გრანადასთან

24 წლის თორნიკე კირკიტაძე (ლოკომოტივი) ეროვნული ლიგის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელია. მარჯვენაფლანგელის ფასი დღეიდან €475 000-ია (+125 ათასი). 

📺 ლუკა გაგნიძის სუპერპასი ტორპედოსთან

მოიმატა შემდეგი ფეხბურთელების ფასმა: ქულად ომარ იმრანი (ლოკომოტივი) - €425 000; ბექა დარცმელია (ლოკომოტივი) - €425 000; გიორგი აბუაშვილი (დინამო თბილისი) - €400 000; ჯაბა ჯიღაური (დინამო ბათუმი) - €400 000; ანზორ მექვაბიშვილი (დინამო თბილისი) - €350 000 და სხვების. ბევრის ფასმა კი დაიკლო.

აღსანიშნავია, რომ დინამოს 18 წლის ტალანტის, აბუაშვილის ფასი გაორმაგდა, ხოლო გაგნიძის სულაც 4.6-ჯერ გაიზარდა ანუ თითქმის ხუთმაგი გახდა. 

ეროვნული ლიგა. TOP 20

1. გიორგი მამარდაშვილი (ლოკომოტივი) - €800 000

2. ლუკა გაგნიძე (დინამო თბილისი) - €700 000

3. თორნიკე კირკიტაძე (ლოკომოტივი) - €475 000

4. ბექა დარცმელია (ლოკომოტივი) - €425 000

5. ქულად ომარ იმრანი (ლოკომოტივი) - €425 000

6. გიორგი აბუაშვილი (დინამო თბილისი) - €400 000

7. ჯაბა ჯიღაური (დინამო ბათუმი) - €400 000

8. გიორგი კოხრეიძე (საბურთალო) - €400 000

9. გურამ კაშია (ლოკომოტივი) - €350 000

10. ანზორ მექვაბიშვილი (დინამო თბილისი) - €350 000

11. ნიკოლოზ მალი (საბურთალო)- €350 000

12. ფაბიან სპორკსლედე (დინამო თბილისი) - - €350 000

13. ლუკა გუგეშაშვილი (დილა) - €350 000

14. ზორან მარუშიჩი (დინამო თბილისი) - €350 000

15. მამუკა კობახიძე (დინამო ბათუმი) - €300 000

16. ირაკლი სიხარულიძე (ლოკომოტივი) - €300 000

17. მილან რადინი (დინამო თბილისი) - €300 000

18. დავით კობოური (დინამო თბილისი) - €300 000

19. დავით სამურკასოვი (ლოკომოტივი) - €300 000

20. გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო ბათუმი) - €300 000

* კიდევ 5 ფეხბურთელი, მათ შორის ჯანო ანანიძე და ლევან ხარაბაძე ღირს - €300 000.

კლუბები. TOP 5

1. დინამო თბილისი - €6 010 000

2. დინამო ბათუმი - €5 210 000

3. ლოკომოტივი - €4 950 000

4. საბურთალო - €3 890 000

5. დილა - €3 830 000

ეროვნული ლიგის სატრანსფერო ღირებულება 34.6 მილიონიდან 37.1 მილიონამდე გაიზარდა. ეროვნულ ლიგაში მოასპარეზე ფეხბურთელების საშუალო ღირებულებაც გაიზარდა - 137 ათასიდან 147 ათასამდე. 

კომენტარები

ბოლო ამბები