Thumbnail

მიუნხენის ATP-ის სერიის ტურნირის, BMW Open-ის ფინალში 29 წლის ნიკოლოზ ბასილაშვილი (35) 31 წლის მასპინძელს, იან-ლენარდ შტრუფს (44) შეხვდება. 

საამისოდ ბასილაშვილმა დღეს წინა დღით ჯერ წვიმის გამო შეწყვეტილ ბრძოლაში მოუგო სლოვაკ ნოლბერტ გომბოსს, შემდეგ კი მე-2 ნომრად განთესილი 22 წლის ნორვეგიელი კასპერ რუუდი (24) იოლად დაამარცხა - 6:1, 6:2. თამაში სულ რაღაც საათსა და 12 წუთს გაგრძელდა და ბასილაშვილის უპირატესობა თავიდან ბოლომდე აშკარა იყო. 

2 მაისს ფინალი მიუნხენის ცენტრალურ კორტზე გაიმართება, ტურნირის საპრიზო ფონდი 481 270 ევროა. ATP-ის ტურზე ბასილაშვილი და შტრუფი ერთმანეთს 5-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. გერმანელი 3:2-ს იგებს. თუმცა ნიკამ მეტოქე წლეულს კალიარიში დაამარცხა. 

ATP-ის "ლაივ" რეიტინგში ბასილაშვილი უკვე 33-ე პოზიციაზეა, თუ ფინალსაც მოიგებს, ქულათა მარაგს 1 850-მდე გაზრდის და 31-ე პოზიციაზე გადავა. 

ქართველი ჩოგბურთელი ATP-ის ტურზე ფინალში კარიერაში მეშვიდედ გავიდა. მან 4-ჯერ იმარჯვა, მათ შორის წლეულს დოჰაში. 

კომენტარები

ბოლო ამბები