Thumbnail

“მეფე” დაბრუნდა და ეს უკვე სენსაცია იყო, რადგან მედია წერდა, რომ ოთხგზის MVP თამაშს მომდევნო კვირაში განაახლებდა. თუმცა ლეიკერსი რეგულარული სეზონის მიწურულს ისეთ სიტუაციაშია, რომ ნებისმიერი თამაშის მოგება სჭირდება, რათა შემთხვევით პლეი ოფში პირდაპირ მოხვდეს და შემთხვევით, Play-in-ში არ მოუწიოს თამაში. მე-12 ადგილზე მყოფი საკრამენტო მოქმედი ჩემპიონისთვის რთული მეტოქე გამოდგა!

კინგსმა მეოთხე პერიოდი შესანიშნავად ჩაატარა და საფინალო სირენამდე 1 წუთით ადრე 4 ქულით იგებდა. ლებრონმა სხვაობა ‘ლეიაპით’ შეამცირა, რასაც ენტონი დევისის (22 ქულა, 11 მოხსნა) მეხუთე დაფარება მოჰყვა და ჯეიმსს შანსი ჰქონდა, თამაში 3-ქულიანით მოეგო, მაგრამ საკმაოდ რთული მდგომარეობიდან ჩაგდება ვერ მოახერხა.

ლებრონს უთამაშებლობა ეტყობოდა - ჩვეულებისამებრ აგრესიული არ იყო. საბოლოოდ მან 32-წუთიანი თამაში თამაში 16 ქულით (6/12), 8 მოხსნით, 7 პასით და 2 ჩაჭრით დაასრულა. მისი თამაშის ჰაილაითი ანდრე დრამონდზე (17 ქულა, 7 მოხსნა) პასი და ამ უკანასკნელის ბრწყინვალე Alley-Oop-ჩატენვა გახლდათ.

საკრამენტოდან და მთალიანად მატჩში საუკეთესო ტაირიზ ჰალიბერტონი იყო, რომელმაც 23 ქულა (პლუს 10 პასი) დააგროვა და განსაკუთრებთ სამქულიანებით (4/8) გამოირჩა. ლოსანჯელესელები ცუდად არ ისროდნენ (50,6 პროცენტი), მაგრამ ბურთი ზედმეტად ბევრჯერ დაკარგეს (21).

63 მატჩის შემდეგ 36 გამარჯვებით და 27 მარცხით ლეიკერსი დასავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზეა. ლებრონის გუნდი მე-4 პოზიციაზე მყოფ დენვერს 6 მოგებით ჩამორჩება, დალასი და პორტლენდი (35-35 მოგება) კი ძალიან ახლოს არიან. ლეიკერსისთვის ეს ბოლო 6 მატჩში მე-5 მარცხი გახლდათ...

კომენტარები

ბოლო ამბები