Thumbnail
  • ევროპალიგაზე ნახევარფინალური ეტაპის პირველი მატჩები ჩატარდა
  • იუნაიტედის დიდი ნაბიჯი ნახევარფინალისკენ, ბრძოლის მოლოდინი ლონდონში

მანჩესტერ იუნაიტედმა ევროპალიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველ მატჩში რომას 6:2 მოუგო. სულშერის გუნდმა პირველი ტაიმი 1:2 წააგო, ფერნანდეშის სწრაფ გოლს პელეგრინიმ და ჯეკომ უპასუხეს და რომას ტაიმი მოაგებინეს - რომაელებს პირველ ნახევარში სამი იძულებითი ცვლილების გაკეთება მოუწიათ.

მეკარე პაუ ლოპესი დაიმტვრა და მის ნაცვლად მინდორზე ანტონიო მირანტე შევიდა, რომელსაც ინგლისურმა კლუბმა მეორე ტაიმში 5 გოლი გაუტანა. ბრუნო ფერნანდეშმა და ედინსონ კავანიმ დუბლები შეასრულეს, ხოლო თითო გოლი პოლ პოგბამ და მეისონ გრინვუდმა გაიტანეს. მანჩესტერმა 6:2 მოიგო და ფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

მანჩესტერ იუნაიტედი 6:2 რომა

გოლები: 1:0, 4:2 ფერნანდეში (9, პენ-71), 1:1 პელეგრინი (15), 1:2 ჯეკო (34), 2:2, 3:2 კავანი (48, 64), 5:2 პოგბა (75), 6:2 გრინვუდი (86)

ვილიარეალმა 'სერამიკაზე' არსენალს 2:1 მოუგო. მსაჯმა მოედნიდან დანი სებალიოსი (არსენალი) და ეტიენ კაპუე (ვილიარეალი) გააგდო. მასპინძლები ნახევარ საათში 2:0-ს იგებდნენ, თუმცა არსენალმა ერთი ბურთი მაინც გაქვითა და 1:2 წააგო, რაც იმას ნიშნავს, რომ ემერის არტეტას წინააღმდეგ ლონდონში დიდი ბრძოლა ელის.

ვილიარეალი 2:1 არსენალი

გოლები: 1:0 ტრიგეროსი (5), 2:0 ალბიოლი (29), 2:1 პეპე (პენ-73)

კომენტარები

ბოლო ამბები