Thumbnail

ნილ დრაქმანი: არ ვიცი, The Last of Us 3-ზე მუშაობა როდის განახლდება

ნინო ბუ პროფილის ფოტო
ნინო ბუ
  • The Last of Us-ის კრეატიულმა დირექტორმა, ნილ დრაქმანმა, ფრენჩაიზის მომავალზე ისაუბრა
  • როგორც ჩანს, თამაშის მესამე ნაწილს კიდევ რამდენიმე წელი ვერ ვიხილავთ

უკვე რამდენიმე თვეა, დეველოპერული სტუდია Naughty Dog პოპულარული ფრენჩაიზის The Last of Us მესამე ნაწილზე მუშაობს. თუმცა, თამაშის კრეატიული დირექტორის, ნილ დრაქმანისგან, გუშინ, უსიამოვნო ამბავი შევიტყვეთ: როგორც ჩანს, თამაშის სიუჟეტი უკვე მზადაა, თუმცა სტუდიამ, გაურკვეველი მიზეზების გამო, მასზე მუშაობა, დროებით შეაჩერა.

''არ ვიცი, რამდენის თქმის უფლება მაქვს'' აცხადებს ინტერვიუში ნილ დრაქმანი ''იმედს ვიტოვებ, რომ ეს პროექტი დღის სინათლეს იხილავს. ჩემს კოლეგა ჰეილი გროსთან ერთად, სიუჟეტის ძირითადი მონახაზი უკვე დავწერე, თუმცა, თამაშზე მუშაობა არც დაწყებულა. არ ვიცი, ასე რატომ მოხდა და რა ბედი ელის პროექტს. იმედი მაქვს, ყველაფერი მალე გაირკვევა.''

დრაქმანმა ასევე აღნიშნა, რომ ფრენჩაიზის მესამე ნაწილზე 'აზრთა სხვადასხვაობაა' სტუდიაში. 

''ასეთი თამაშების შექმნა უდიდეს ძალისხმევას მოითხოვს. მეორე ნაწილზე მუშაობა, იდეის გაჩენიდან პროექტის დასრულებამდე, დაახლოებით 7 წელი მიმდინარეობდა. ამ შვიდ წელს რომ ვიხსენებ, ვამაყობ იმით, რა იყო თავდაპირველად და საბოლოოდ როგორი თამაში შეიქმნა. ახალი იდეების მოფიქრება, ახალი პროექტის დაწყება, ყოველთვის ამაღელვებელია, თუმცა, ისიც უნდა გვახსოვდეს, რამდენ სირთულეებთანაა დაკავშირებული ეს.''

The Last of Us-ის კრეატიული დირექტორი, ნილ დრაქმანი

''ჩვენ უკვე ორი თამაში შევქმენით, რომლებიც, ჩემი აზრით, ერთდროულად ძალიან უნივერსალურ, გასაგებ თემებზეა და ამავე დროს, თითოეული მოთამაშისთვის ძალიან ინტიმური და ახლოა. როცა მხოლოდ ერთი თამაში გაქვს შექმნილი, ამ დროს, ფრენჩაიზზე და სტილზე ლაპარაკი ნაადრევია, ახლა კი, უკვე რაღაც მოდელს მივყვებით: ასე მგონია, ჩვენი აუდიტორია ჩვენგან გარკვეული სტილის სიუჟეტსა და გმირებს მოელის.'' აცხადებს დრაქმანი.

როგორც ჩანს, Naughty Dog-ს არ სურს, ფრენჩაიზის პირველი და მეორე ნაწილების წარმატების შემდეგ, ფანებს იმედი გაუცრუოს და სიქუელს დიდი პასუხისმგებლობით ეკიდები.

''როცა რომელიმე დიდ პროექტზე მუშაობას ვასრულებთ, შემდეგ ნაწილს მაშინვე არ ვიწყებთ.'' განმარტა დრაქმანმა. ''დიდი ხნის განმავლობაში, უბრალოდ სხვადასხვა იდეებს განვიხილავთ, ვმსჯელობთ, რა გზით გვსურს ფრენჩაიზის განვითარება მომავალში. ასეთი გადაწყვეტილების მიღება მარტივი სულაც არაა: სტუდია თითოულ თამაშში უზარმაზარ ფულს, დროს, შრომასა და ენეგიას დებს.''

როგორც ჩანს, Last of Us-ის მესამე ნაწილს, კიდევ რამდენიმე წელი ვერ ვიხილავთ. თუმცა, მეორე მხრივ, ცნობილია, რომ Naughty Dog ამ ფრენჩაიზის სამყაროში მიმდინარე მულტიფლეიერზე და პირველი  Last of Us-ის რიმეიქზე მუშაობს. ნილ დრაქმანი აქტიურადაა ჩართული Last of Us-ის სერიალშიც, რომელშიც მთავარ როლებს პერდო პასკალი და ბელა რემზი ითამაშებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები