Thumbnail
  • ჯანო ანანიძე საქართველოს ჩემპიონმა თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატა
  • ბოლოს 28 წლის ნახევარმცველი როტორში ირიცხებოდა 

დინამო თბილისმა ახალი ტრანსფერი დაადასტურა - ჯანო ანანიძე, რომელიც თავისუფალი აგენტი იყო, დედაქალაქურ კლუბში ითამაშებს. გიორგი ნემსაძის გუნდს მოედნის ცენტრში გამოცდილი მოთამაშე დაემატა.

28 წლის ნახევარმცველი დინამოში 7-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. ჯანომ ეროვნული ლიგის ჩემპიონთან კონტრაქტს ხელი 1+1 სისტემით მოაწერა.

ჯანო ბოლოს როტორის რიგებში ირიცხებოდა, თუმცა არცერთი შეხვედრა არ ჩაუტარებია

ჯანო ანანიძე ხანგრძლივი დროის განმავლობაში (გასული წლიდან, მას შემდეგ, რაც როტორი დატოვა) უგუნდოდ იყო. ქართველი ნახევარმცველი დინამო ბათუმში ვარჯიშობდა და, თითქოს, გადაწყვეტილი ჩანდა, რომ ჯანო გია გეგუჩაძის გუნდში ითამაშებდა, თუმცა ანანიძე კარიერას თბილისში გააგრძელებს.   

შეგახსენებთ, რომ ჯანო ანანიძეს კარიერის დიდი ნაწილი მოსკოვის სპარტაკში აქვს გატარებული, სხვადასხვა პერიოდში კი როსტოვსა და კრილია სოვეტოვში იჯარით თამაშობდა. 2019 წელს მან სპარტაკთან კონტრაქტი გაწყვიტა და ფამაგუსტას ანორთოსისს შეუერთდა, თუმცა თავი კვიპროსში ვერ დაიმკვიდრა. შემდეგ იყო როტორი, რომელიც ისე დატოვა, რომ ერთხელაც არ უთამაშია. საქართველოს ნაკრებში 28 წლის ნახევარმცველს 43 მატჩში 7 გოლი აქვს გატანილი.

კომენტარები

ბოლო ამბები