Thumbnail

დინამო ბათუმი მშობლიურ ქალაქში ბრუნდება! გია გეგუჩაძის გუნდი მომდევნო მატჩს ბათუმში, ახალ სტადიონზე გამართავს - ეს იქნება მე-12 ტურის და ზოგადად სეზონის ერთ-ერთი მთავარი თამაში დინამო თბილისის წინააღმდეგ.

ბათუმელები  ახალ საშინაო არენაზე 5-თვიანი პაუზის შემდეგ ითამაშებენ. სტადიონი ჯერ კიდევ 2020 წლის ნოემბერში გაიხსნა და იქ ზღვისპირელებმა ორი მატჩიც ჩაატარეს - გორის დილას 1:0 მოუგეს და თბილისის ლოკომოტივთან 1:2 დამარცხდნენ.

ამის შემდეგ სტადიონზე ჰიბრიდული მინდვრის მოწყობის სამუშაოები დაიწყო, რომელიც უკვე დასრულდა და არენა თამაშების მისაღებად მზადაა. მიმდინარე სეზონის საშინაო შეხვედრებს ბათუმელები გორში, "თენგიზ ბურჯანაძის" სახელობის სტადიონზე ატარებდნენ.

დინამო თბილისთან მატჩი 8 მაისს გაიმართება. შეხვედრაზე დასწრება გულშემატკივრებსაც შეეძლებათ, თუმცა ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.

შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო სამ საშინაო მატჩს (კოსოვოსთან, საბერძნეთთან და შვედეთთან) ბათუმში გამართავს.

კომენტარები

ბოლო ამბები