Thumbnail

ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში, "პარკ დე პრენსზე" მაურისიო პოჩეტინოს პარი სენ-ჟერმენმა პეპ გვარდიოლას მანჩესტერ სიტის უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა. საფრანგეთის ჩემპიონი პირველ ტაიმში სჯობდა მეტოქეს, ბრაზილიელი მარკინიოსის გოლით ტაიმიც მოიგო, მაგრამ პსჟ-მ მეორე ტაიმში კატასტროფულად ითამაშა. საპასუხო ნახევარფინალური მატჩი ინგლისში გაიმართება.

მე-15 წუთზე ანხელ დი მარიამ კუთხური ჩამოაწოდა და ყველას თავით ბრაზილიელმა მცველმა მარკინიოსმა დაასწრო - 1:0. 64-ე წუთზე საპასუხო გოლიც კუთხურს მოყვა, რომლის გათამაშების შემდეგ კევინ დე ბრუინმა შორიდან, მახვილი კუთხიდან ჩააწოდა, თუმცა ბურთი კარში წავიდა, კეილორ ნავასი კი უხეშად შეცდა.

თამაშის წინ პსჟ-ს ფანებმა სიტის შეურაცხყოფა არაერთხელ მიაყენეს

71-ე წუთზე მანჩესტერ სიტიმ საჯარიმო შეასრულა - რიად მაჰრეზის დარტყმული "ცოცხალ კედელში" გაძვრა და გვარდიოლას გუნდი დაწინაურდა - 1:2. 78-ე წუთზე პსჟ ათი კაცით დარჩა - იდრისა გიე გიუნდოგანს ეუხეშა და წითელი ბარათი დაიმსახურა.

📺 პსჟ v მანჩესტერ სიტი [მიმოხილვა]

პარი სენ-ჟერმენი 1:2 მანჩესტერ სიტი

გოლები: 1:0 მარკინიოსი 15, 1:1 დე ბრუინი (64), 1:2 მაჰრეზი (71)

პარი სენ-ჟერმენი (4-2-3-1): ნავასი - ფლორენცი, მარკინიოსი, კიმპემბე, ბაკერი - გიე, პარედესი (83. ანდერ ერერა) - დი მარია (80. დანილო), ვერატი, ნეიმარი - მბაპე

მანჩესტერ სიტი (4-3-3): ედერსონი - უოკერი, სტოუნსი, დიაში, კანსელო (61. ზინჩენკო) - გიუნდოგანი, როდრი, დე ბრუინი - მაჰრეზი, ბ. სილვა, ფოდენი 

გაძევება: გიე (77)

კომენტარები

ბოლო ამბები