Thumbnail
  • ფენერბაჰჩე 68:85 ცსკა
  • თორნიკე შენგელიას 6 ქულა, 4 მოხსნა და 1 პასი

ფენერბაჰჩემ ევროლიგის მეოთხედფინალური სერიის მესამე მატჩში ცსკა-ს უმასპინძლა და დიდი ანგარიშით დამარცხდა - 68:85. თორნიკე შენგელიამ პარკეტზე 26:37 წუთი გაატარა, რა დროშიც 6 ქულას, 4 მოხსნასა და 1 პასს მოუყარა თავი. თორნიკემ ცუდი პროცენტით ისროლა - 5-დან ერთი ორქულიანი, 5-დან ერთი სამქულიანი და 2-დან ერთი საჯარიმო ჩააგდო.

რუსულმა კლუბმა გადამწყვეტი უპირატესობა მესამე მეოთხედში მოიპოვა, როცა მეტოქეს 16 ქულით გაექცა და შეხვედრის ბედიც გადაწყვიტა. მატჩის MVP ვილ კლაიბერნი გახდა, რომელმაც თურქებს 34 ქულა ჩაუგდო და ცსკა ოთხთა ფინალში გაიყვანა, სადაც შენგელიას გუნდის მეტოქე რეალისა და ეფესის წყვილის გამარჯვებული იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები