Thumbnail
  • ვილი სანიოლის გუნდი კოსოვოს, საბერძნეთსა და შვედეთს უმასპინძლებს
  • ქართველ ფეხბურთელებს რუმინეთთანა და ნიდერლანდებთან თამაშებიც ელით

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ფიფას 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო სამ საშინაო მატჩს ბათუმში გამართავს. ამ ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეს-სამსახური ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ საკვალიფიკაციო ციკლის კალენდრის თანახმად, საქართველოს ნაკრები 2 სექტემბერს კოსოვოს უმასპინძლებს, 9 ოქტომბერს – საბერძნეთს, ხოლო 11 ნოემბერს – შვედეთს. 

ცნობილია ისიც, რომ მიმინარე წლის ოფიციალურ მატჩებამდე, ვილი სანიოლის გუნდი ორ ამხანაგურ შეხვედრას სტუმრად ჩაატარებს. 2 ივნისს, ქალაქ პლოიეშტის სტადიონზე ჩვენი გუნდი რუმინეთს დაუპირისპირდება, 6 ივნისს კი, ქალაქ ენსხედეში ნიდერლანდებსა და საქართველოს შორის ამხანაგური მატჩი შედგება.

როგორც ცნობილია, საქართველოს ნაკრების მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში უკვე 3 მატჩი აქვს ჩატარებული და B ჯგუფში 1 ქულით ბოლოსწინა მე-4 ადგილზეა. ქართველმა ფეხბურთელებმა მინიმალური სხვაობით წააგეს შვედეთთან (0:1) და ესპანეთთან (1:2), საბერძნეთთან კი ფრედ (1:1) ითამაშეს.

შეგახსენებთ იმასაც, რომ ბათუმის ახალი სტადიონი ოფიციალურად 2020 წელს გაიხსნა. უეფას IV კატეგორიის საფეხბურთო არენა 20 000 მაყურებელზეა გათვლილი.

⚽️ ფიფას 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო სამ საშინაო შეხვედრას საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ბათუმში გამართავს. 🔗 ვრცლად - bit.ly/3eBoeNh

Posted by საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია • Georgian Football Federation on Wednesday, April 28, 2021

კომენტარები

ბოლო ამბები