Thumbnail

NBA-ს აღმოსავლეთ კონფერენციიდან უკვე ცნობილია პირველი გუნდი, რომელიც პლეი ოფში ითამაშებს!

ტორონტოსთან 116:103 მოგებული მატჩით ბრუკლინ ნეტსმა კონფერენციის საუკეთესო ექვსეულში მოხვედრა უკვე მათემატიკურადაც გაინაღდა. სტუმრებმა შეხვედრა კარგი გუნდური თამაშით მოიგეს. აღსანიშნავია, რომ 8 გამოყენებული კალათბურთელიდან ყველაზე ცოტა ქულა კაირი ირვინგს ჰქონდა - 9.

“პლეი ოფში თამაშის განაღდება ძალიან კარგია, მაგრამ ჩვენ გაცილებით დიდი მიზნები გვაქვს, - განაცხადა მატჩის შემდეგ ნეშმა, - იმ წინააღმდეგობების გათვალისწინებით, რაც ამ სეზონში გვქონდა და გვაქვს, რეგულარული სეზონის დასრულებამდე 10 თამაშით ადრე ამ პოზიციაზე ყოფნა ძალიან პოზიტიური ამბავია.”

გრინის ანგარიშზე 22 ქულა იყო, კევინ დურანტმა თამაში ტრავმით გამოწვეული პრობლემების შემდეგ ამჯერად სასტარტო ხუთეულში დაიწყო და ორმაგი დუბლი შეასრულა (17 ქულა, 10 მოხსნა), ბლეიკ გრიფინს კი 17 ქულა ჰქონდა. როგორც უკვე ვთქვით, ბრუკლინმა ტორონტოსთან მატჩში 8 კალათბურთელი გამოიყენა და აქედან შვიდს 10 ან მეტი ქულა ჰქონდა, მხოლოდ ირვინგი დარჩა 9 ქულაზე. ტორონტოდან საუკეთესო კაილ ლოური გახლდათ - 24 ქულით. რეპტორსი 26 გამარჯვებით და 36 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-12 ადგილზეა. მატჩის საუკეთესო მომენტებს ვიდეოში ნახავთ.

კომენტარები

ბოლო ამბები