Thumbnail
  • შოტლანდიის ეროვნული ნაკრები საქართველოსთან 17 ივლისს ითამაშებს
  • საქართველოსთან მატჩამდე, შოტლანდია რუმინეთის ნაკრებთან მატჩს ჩაატარებს

შოტლანდიის ეროვნული ნაკრები ივლისში ორ შეხვედრას გამართავს. ისინი 10 ივლისს რუმინეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან, ხოლო 17 ივლისს საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩის დაწყების დრო და სტადიონების შესახებ ინფორმაცია ჯერ დაზუსტებული არაა. შოტლანდიასთან მატჩი თბილისში გაიმართება და ეს იქნება მეორე შემთხვევა, როცა თბილისს ტიერ 1-ის ნაკრები ეწვევა. შეგახსენებთ, რომ პირველ შემთხვევაშიც ტიერ 1-ის ქვეყნებიდან სწორედ შოტლანდია ეწვია თბილისს.

ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების სამხრეთაფრიკული ტურნეს გამო, შოტლანდიელთა მთავარი მწვრთნელი გრეგორ თაუნსენდი და მისი ასისტენტი სტივ ტენდი ნაკრებს ვერ დაეხმარებიან.

შოტლანდიელ მორაგბეთა უმეტესობაც ლომების ტურში არის მიწვეული, რაც სამწვრთნელო შტაბს შანსს აძლევს, რომ ახალი მოთამაშეები გამოსცადონ.

შოტლანდიელების დროებითი მთავარი მწვრთნელი, მაიკ ბლერი შოტლანდიელთა სამწვრთნელო შტაბში 2017 წელს შეტევის ასისტენტად მუშაობდა. მაიკმა მადლობა გადაუხადა გრეგორს ასეთი შესაძლებლობისთვის. 

შოტლანდიამ მერიფილდზე საქართველოს 2-ჯერ მოუგო, ერთხელ შემოდგომის ერთა თასამდე 48:7, ხოლო 2019 წელს 36:9. შეგახსენებთ, რომ 2019 წლის მატჩს თბილისში გამართული შეხვედრა უძღოდა წინ, სადაც ''ბორჯღალოსნებმა'' 10:44 წააგეს.

კომენტარები

ბოლო ამბები