Thumbnail
  • ქუთაისი 83:81 ოლიმპი
  • ჯოელ ალმეიდას გმირობა ბოლო წამზე

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში საქართველოს თასის ფინალი გაიმართა - ქუთაისმა ოლიმპს დაძაბულ ბრძოლაში 83:81 მოუგო და ტიტულს დაეუფლა. 

თამაშის დასრულებამდე 17.4 წამით ადრე 81:81-ზე ოლიმპის ლევან ქვარცხავამ ფარს საერთოდ ააცილა ბურთი. წუთშესვენების შემდეგ მატჩი ქუთაისის შეტევით განახლდა, დე ჯონ რაითმა ორქულიანი ააცილა, თუმცა ჯოელ ალმეიდამ ბურთი მეტოქის ფარზე მოხსნა და ბოლო წამზე გადამწყვეტი ბურთი ჩააგდო.

მატჩის გმირმა ჯოელ ალმეიდამ 25 ქულა, 7 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. რაითის ანგარიშზე 11 ქულა, 9 მოხსნა და 6 პასია. კაპიტანმა გიორგი ბარბაქაძემ გუნდს 14 ქულა შესძინა. ოლიმპში 22 ქულა კახაბერ ჯინჭარაძემ ჩააგდო, დონოვან სმითმა (19 ქულა, 10 მოხსნა) ოთო ფხაკაძემ (13 ქულა, 10 პასი) ორმაგი დუბლები შეასრულეს. 

ქუთაისელთა 2-ქულიანი ბოლო წამზე ოლიმპთან და მოგებული თასის ფინალი

ქუთაისელთა 2-ქულიანი ბოლო წამზე ოლიმპთან და მოგებული თასის ფინალი

Posted by სპორტმიამბე • Sportmiambe on სამშაბათი, 27 აპრილი, 2021

კომენტარები

ბოლო ამბები