Thumbnail
  • GOT-ის პერსონაჟების მსგავსება ფეხბურთელებთან
  • გვითხარი, შენ რომელ ფეხბურთელს ამსგავსებ სერიალის გმირს

დღეს ცნობილი გახდა, რომ HBO-ს სერიალის, Game of Thrones-ის "პრიკველს" იღებენ. საინტერესოა, ფეხბურთის ვარსკვლავები, ცნობილი სერიალის რომელი გმირები იქნებოდნენ. ამ სიაში აქცენტი უფრო ფიზიკურ მსგავსებაზეა. თუმცა, რიგ შემთხვევაში ეს მსგავსება ხასიათობრივიც არის.

#1 ლიონელ მესი / ბრან სტარკი

კარიერის სტარტზე მყოფი ლიონელ მესი და მხედვარობის სტარტზე მყოფი ბრანი ძალიან ჰგვანან ერთმანეთს. როგორც მესის, ასევე ბრანის შესაძლებლობები უნიკალურია და რიგითი ადამიანისას არ ჰგავს.

#2 პოლ გასკოინი / ვარისი

გაზას და ვარისის პერსონალიები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება, მაგრამ 90-იანების ბოლოს, გასკოინი ვესტეროსის დედაქალაქის ‘უშიშროების უფროსს’ წააგავდა.

#3 იულიან დრაქსლერი / პოდრიკ პეინი

პსჟ-ს თანამედროვე დრაქსლერი ალბათ ცოტა სხვანაირია, მაგრამ შალკე 04-ში თამაშისას ბრიანა ტარტის "სკვაირს", უერთგულეს დამხმარეს - პოდრიკ პეინს ჰგავდა.

#4 იან კოლერი / გრეგორი კლეგეინი

ზოგი ფეხბურთელი "მაუნთინის" როლს იდეალურად მოერგებოდა, ამის ყველაზე კარგი მაგალითი ალბათ ჩეხი იან კოლერი გახლავთ, რომელიც გრეგორი კლეგეინის გაბარიტებში ჯდება.

#5 ოუენ ჰარგრივსი / რობ სტარკი

ჰარგრივსი ჩრდილოეთის მეფეს ჰგავს. მის კარიერას თუ გადავხედავთ, რობს შეუპოვრობითაც წააგავს და ამის მაგალითად 2006 წელს პორტუგალიასთან მატჩი შეგვიძლია გავიხსენოთ.

#6 კირან გიბსი / ტორგო ნუდჰო

‘რუხი ჭია’ სერიალიდან ალბათ გახსოვთ - დენერისის ერთგული მცველი, რომელიც არსენალის ყოფილ მცველს - კირან გიბსს მოგაგონებთ.

#7 მაქსი ლოპესი / ვისერის ტარგარიანი

მაქსი თავისუფლად ითამაშებდა რომლიმე ტარგარიანის ან ლანისტერის როლს. ყველაზე მეტად ალბათ დენერისის ძმას - ვისერიის წააგავს.

#8 რაულ მეირელეში / ტორმუნდი

მეირელეშის წვერი შეიძლება ისეთი წითური არ არის, როგორც ტორმუნდის, მაგრამ მის კარიერაში იყო პერიოდები, როდესაც ზომით არ ჩამოუვარდებოდა.

#9 ტედი შერინგემი / ჯორაჰ მორმონტი

შერინგემი ჰაბიტუსით ჯორაჰ მორმონტს წააგავს (უფრო სიბერის წლებში, ვიდრე ამ მსგავს ფოტოში), მაგრამ მის კარიერასა და მორმონტის მოხეტიალე ცხოვრების სტილს შორის პარალელის გავლება რთულია.

#10 ფლორენტინო პერესი / ტაივინ ლანისტერი

აქ ფიზიკურ მსგავსებასთან არ გვაქვს საქმე, მაგრამ ტაივინი რომ ფეხბურთის ფუნქციონერი ყოფილიყო, სუპერლიგის შექმნის გამო ალბათ ბევრს ‘შეიწირავდა’, რის გაკეთებასაც პრინციპში პერესი ბოლო რამდენიმე კვირაა ცდილობს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები