Thumbnail

ლეგენდარულმა კალათბურთელმა სკოტი პიპენმა მაიკლ ჯორდანზე და ლებრონ ჯეიმსზე ისაუბრა და განმარტა, რომელი მიაჩნია ისტორიაში საუკეთესო მოთამაშედ. პიპენმა აღნიშნა, რომ ყველა დროის საუკეთესოს წოდებას ჩიკაგო ბულსის ლეგენდა იმსახურებს, თუმცა ზუსტად იცის, რომ კარიერის ბოლოს ლებრონს უკეთესი სტატისტიკა ექნება.

“არასდროს მითქვამს, რომ ლებრონ ჯეიმსი კალათბურთის ისტორიაში ყველაზე დიდ მოთამაშედ მიმაჩნია. ეს არ მომხდარა და ვინც წერს, რომ ასე ვთქვი, ცრუობს. მე მხოლოდ ის მაქვს ნათქვამი, რომ კარიერის ბოლოს ლებრონის სტატისტიკა და შედეგები ჯორდანისაზე უკეთესი იქნება. ამას ახლაც გავიმეორებ, რადგან ფაქტია, რომ ასე იქნება. ლებრონს გადასარევი სტატისტიკა აქვს, რადგან ჯორდანზე მეტი სეზონი ჩაატარა. მაიკლს ლიგაში მხოლოდ 11 სეზონი ჰქონდა, ლებრონმა კი თამაში 18-19 წლის ასაკში დაიწყო. შესაბამისად, სავარაუდოა, რომ მაიკლს სტატისტიკით აჯობებს,” - უთხრა პიპენმა ESPN-ს.

წაიკითხესკოტი პიპენის ორი რეალობა - ვარსკვლავი კომპლექსებით

კითხვაზე, თუ რომელ მათგანს აირჩევდა პარტნიორად გუნდში, პიპენმა მოკლედ უპასუხა: “ეს სულელური კითხვაა. ლებრონთან ერთად არასდროს ვყოფილვარ, მასთან ერთად კინოში არ წავიდოდი.”

სკოტი პიპენი, რომელიც ახლა 55 წლისაა, 6-ჯერ გახდა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ჩემპიონი. მან შვიდჯერ ითამაშა "ოლ სტარში", 1994 წელს კი "ოლ სტარის" MVP გახდა.

კომენტარები

ბოლო ამბები