Thumbnail

'ახლა კარგად არის' - ქეცბაია თამაშის შემდეგ კლინიკაში აღმოჩნდა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

ანორთოსისის ინფორმაციით, ნიქოზიის ოლიმპიაკოსთან თამაშის წინ თემურ ქეცბაია ცუდად გახდა, ხოლო მას თამაშის შემდეგ კლუბის ექიმებმა საჭირო სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.

"საჭირო გახდა სამედიცინო პროცედურების ჩატარება. ამჟამად თემურ ქეცბაია თავს კარგად გრძნობს და კლუბი მას ჯანმრთელობას უსურვებს". 

მანამდე სოციალურ ქსელში ქეცბაიას ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ მისმა მეუღლე კატერინამ დაწერა. მისი თქმით, ქეცბაია ოლიმპიაკოსთან თამაშის შემდეგ კერძო კლინიკაში აღმონდა. შეგახსენებთ, რომ დღეს კვიპროსის ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურის მატჩში ანორთოსისი შინ ნიქოზიის ოლიმპიაკოსთან დამარცხდა - 0:2.

კომენტარები

ბოლო ამბები