Thumbnail
  • რუსული ქალაქი ტურნირს 5-7 მაისს უმასპინძლებს
  • თუ არაფერი შეიცვალა, მედლებისთვის 10 ქართველი იბრძოლებს

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა წინასწარი განაცხადი გააკეთა ყაზანის გრანდ სლემისთვის, რომელსაც რუსული ქალაქი 5-7 მაისს უმასპინძლებს. თუკი არაფერი შეიცვალა, საქართველოს ნაკრები მოახლოებულ ტურნირზე 10 სპორტსმენით წარსდგება, რომელთა შორის მხოლოდ 1 ქალია.

საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრების განაცხადი ასე გამოიყურება: ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ.), ბაგრატ ნინიაშვილი, გიორგი თუთაშვილი (ორივე – 66 კგ.), ნუგზარ ტატალაშვილი (73 კგ.), ვლადიმერ ახალკაცი (81 კგ.), ლუკა მაისურაძე, იმედა გოგოლაძე (90 კგ.), ონისე სანებლიძე (100 კგ.), საბა ინანეიშვილი (+100 კგ.). ქალთა შეჯიბრში ძალებს ტატიანა ლევიცკა-შუკვან მოსინჯავს, რომელსაც ძალიან სჭირდება ქულები ტოკიოს ოლიმპიადის ლიცენზიის მოსაპოვებლად.

შეგახსენებთ, რომ გასულ წლებში რუსეთში გრანდ სლემს ეკატერინბურგი მასპინძლობდა, წლეულს კი, ის ყაზანმა ჩაანაცვლა, სადაც 92 ქვეყნის 483 ძიუდოისტის (295 კაცი+188 ქალი) ჩასვლა იგეგმება.

ეკატერინბურგმა პრესტიჟულ ტურნირს ბოლოს 2019 წელს უმასპინძლა (შარშან შეჯიბრი კოვიდ-პანდემიამ ჩაშალა), ქართული დელეგაციის მონაგარი კი 3 მედალი იყო: ვერცხლი ბექა ღვინიაშვილმა (90 კგ.) აიღო, ხოლო ბრინჯაოს ბაგრატ ნინიაშვილი (66 კგ.) და ლუკა მაისურაძე (81 კგ.) დაეუფლნენ.

კომენტარები

ბოლო ამბები