Thumbnail

რიკაძის ბრინჯაო - საქართველომ ევროპის ჩემპიონატი 4 მედლით დაასრულა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატზე საქართველომ 4 მედლის მოპოვება მოახერხა - თითო ოქრო და ვერცხლი, ორიც - ბრინჯაო.

82 კგ წონით კატეგორიაში აივენგო რიკაძემ ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა. ქართველმა ფალავანმა მედლისთვის ბრძოლაში სომეხი მოწინააღმდეგე კარაპეტ ჩალიანი დაძაბულ ბრძოლაში 3:2 დაამარცხა და კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე ასვლის უფლება მოიპოვა.


რიკაძემ ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა უნგრელ ლაშლო შაბოსთან (3:2) გამარჯვებით დაიწყო, რასაც აზერბაიჯანელ ტუნჯაევ ვაზირზადესთან მოგება მოჰყვა (5:2), ნახევარფინალში კი თავად განიცადა მარცხი რუს მეტოქესთან, ადლან აკიევთან (1:6) და ამიტომაც, ბრინჯაოსთვის ბრძოლა მოუწია და ამ ამოცანას თავი წარმატებით გაართვა.

ამრიგად, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი 4 მედლით დაასრულა. რიკაძის ბრინჯაოს გარდა, გუშინ ვერცხლის მედალს იაკობ ქაჯაია (130 კგ), ხოლო ბრინჯაოს ლერი აბულაძე (63 კგ) დაეუფლა. დღეს კი ოქროს მედალი და ევროპის ჩემპიონის ტიტული შმაგი ბოლქვაძემ (72 კგ) მოიპოვა.

კომენტარები

ბოლო ამბები