Thumbnail
  • სამშაბათს რეალი ჩემპიონთა ლიგაში ჩელსის შეხვდება
  • ზინედინ ზიდანს შეუძლია, ტონი კროოსის იმედი ჰქონდეს

სამშაბათს, მადრიდის რეალი ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩში ლონდონის ჩელსის უნდა დაუპირისპირდეს. დღეს ‘სამეფო კლუბის’ ქომაგებისთვის კარგი ამბავი გავრცელდა: ტონი კროოსი გამოჯანმრთელდა და ჩელსისთან უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში, დიდი ალბათობით, სასტარტო შემადგენლობაში ითამაშებს!

კუნთის ტრავმის გამო გერმანელმა ნახევარმცველმა რეალის წინა სამი თამაში გამოტოვა, კვირას კი, ესპანური მედიის ინფორმაციით, უკვე სრული დატვირთვით ივარჯიშა. აღსანიშნავია, რომ რეალს ჩელსისთან სამი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დააკლდება: კაპიტანი სერხიო რამოსი, მარცხენა მცველი ფერლან მენდი და გარემარბი ლუკას ვასკესი.

კროოსს ტრავმის გამო ხეტაფესთან (0:0), კადისთან (3:0) და ბეტისთან (0:0) მატჩები გაუცდა. მის გარეშე ზინედინ ზიდანის გუნდმა ესპანეთის ჩემპიონობისთვის ბრძოლაში 4 მნიშვნელოვანი ქულა დაკარგა.

კომენტარები

ბოლო ამბები