Thumbnail
  • ბარსელონა 5:1 ვილიარეალი
  • უსმან დემბელემ დუბლი შეასრულა

ესპანეთის ჩემპიონატის გადმოტანილ შეხვედრაში ბარსელონამ ვილიარეალს უმასპინძლა და 5:1 მოუგო.

რეალისგან განსხვავებით, "ყვითელმა წყალქვეშა ნავმა", როგორც ეს ნათქვამი იყო, ბარსას საჩემპიონო დერეფანი მოუწყო. ვალენსიური კლუბის ასეთმა ქმედებამ გული ვერ მოულბო ბარსას ფეხბურთელებს, რომელთაც მეტოქეს ხუთი გოლი გაუტანა. 

დუბლით გამოიჩინა თავი უსმან დემბელემ, რომელმაც მატჩის მიწურულს გაიტანა ორივე გოლი, რომელთაგანაც ბოლო განსაკუთრებით ლამაზი იყო. ლეო მესიმ ჩემპიონატში თავისი 34-ე გოლი გაიტანა, ფილიპე კოუტინიომ - მეოთხე, ხოლო პაულინიომ - მეცხრე. 

ბარსელონას ისტორიულ მიღწევამდე - ჩემპიონატის წაუგებლად მოგებამდე, ორი ტურიღა რჩება.

საჩემპიონო დერეფანი

ერნესტო ვალვერდე: "ინიესტას შეუძლია ყოველ მატჩში ახალი რამ გასწავლოს. მის შესაძლებლობებზე მეტის თქმა არ აღარ არის საჭირო. ის და მესი განსაკუთრებულები არიან და გვიხარია, რომ ჩვენთან თამაშობენ. 

ანდრეს ინიესტა: "ჩემ მომავალთან დაკავშირებით რაღაც დეტალები ჯერ კიდევ რჩება დასაზუსტებელი, კარგად უნდა ავწონ-დავწონო და საუკეთესო ავირჩიო. მანამდე კი ბარსაში ცოტა დამრჩა და ამ შეხვედრებით ვტკბები".

საინტერესო ფაქტები

ბარსას სუპერრეკორდი ისევ გაიზარდა - ახლა 43 თამაშია, რაც გუნდი ლა ლიგაში არ დამარცხებულა.

ტიერი ანრის შემდეგ (2009 წელს რეალთან) უსმან დემბელე პირველი ფრანგია, ვინც ლა ლიგაში ბარსელონას მაისურით დუბლი შეასრულა.

ამ წუთისთვის "ოქროს ბუცისთვის" ბრძოლაში ლიონელ მესი (34) მოჰამედ სალაჰს (31) სამი გოლით უსწრებს. 

ფილიპე კოუტინიომ ბოლო 10 მატჩში 9 გოლში მიიღო უშუალო მონაწილეობა.

კომენტარები

ბოლო ამბები