Thumbnail

რეკორდი პანდემიაში - ავსტრალიაში მატჩს 78 000 მაყურებელი დაესწრო

  • ავსტრალიაში სტადიონზე მასობრივი დასწრება უკვე შეიძლება
  • 78 000 ადამიანი სტადიონზე პანდემიის რეკორდია

იმ დროს, როცა მთელი მსოფლიოს მასშტაბით ცარიელი სტადიონები ჯერ კიდევ ჩვეულებრივი ამბავია, ავსტრალიაში არენების ტრიბუნებს ხალხი უკვე მასობრივად ავსებს.

კვირას, კოლინგვუდსა და ესენდონს შორის გამართულ ავსტრალიური ფეხბურთის მატჩს 78 000-ზე მეტი ქომაგო დაესწრო, რაც იქაური მედიის ინფორმაციით აბსოლუტური რეკორდია მას შემდეგ, რაც კორონავირუსის პანდემია დაიწყო.

აღსანიშნავია, რომ ორგანიზატორები სტადიონზე უფრო მეტ ადამიანსაც ელოდნენ - კონკრეტულად, 85 000-ს. საქმე ისაა, რომ არენა “მელბურნ კრიკეტ გრაუნდი” 100 000 მაყურებელზეა გათვლილი, დასაშვები კი ამჯერად ტრიბუნების 85-პროცენტიანი შევსება იყო. შესაბამისად, 85 000 მაყურებელს შეეძლო დასწრება, მაგრამ საბოლოოდ თამაშზე 78 311 გულშემატკივარი მივიდა, თუმცა რეკორდის დასამყარებლად ეს რაოდენობაც საკმარისი აღმოჩნდა.

📸 | 78 000 მაყურებელი სტადიონზე ავსტრალიაში

📸 | 78 000 მაყურებელი სტადიონზე ავსტრალიაში

📸 | 78 000 მაყურებელი სტადიონზე ავსტრალიაში

📸 | 78 000 მაყურებელი სტადიონზე ავსტრალიაში

📸 | 78 000 მაყურებელი სტადიონზე ავსტრალიაში

საინტერესოა, რომ ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში ადრევე დაიწყო სტადიონებზე ხალხის მასობრივად შეშვება, რადგან ამ ქვეყნებში კორონავირუსს კარგად აკონტროლებენ. ნოემბერში რაგბი ლიგის ფინალზე 49 000 ფანი იმყოფებოდა, ახალი ზელანდიისა და ავსტრალიის ნაკრებ გუნდთა მატჩს კი მანამდე 46 000 ქომაგი დაესწრო. ავსტრალიური ფეხბურთის პირველ 5 ტურში კი, მაყურებელთა საშუალო დასწრება სტადიონებზე 28 233 გახლდათ.

კომენტარები

ბოლო ამბები