Thumbnail

'პროექტიდან არავინ გასულა' - განაცხადა პერესმა სუპერლიგის გუნდებზე

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი

მადრიდის რეალის პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი ამბობს, რომ სუპერლიგის პროექტი ჯერ არცერთ კლუბს არ დაუტოვებია. პერესის თქმით, თორმეტივე გუნდს პროექტთან კონტრაქტი აკავშირებს და ასე უბრალოდ სუპერლიგიდან ვერავინ გავა.

"ხელმოწერილი კონტრაქტის მნიშვნელობის ახსნა იმედია არ მჭირდება. კი, რამდენიმე გუნდმა სიტყვიერად დააფიქსირა, რომ პროექტიდან მიდიან, მაგრამ რეალურად ეს ასე არ არის და პროცესი ასე მარტივად არ გამოიყურება." 

სუპერლიგა განცახდებების მიხედვით, ექვსივე ინგლისურმა გუნდმა დატოვა. პროექტს ასევე მადრიდის ატლეტიკო, მილანი და ინტერიც გამოეთიშნენ. იუვენტუსის მფლობელმა და სუპერლიგის ერთ-ერთმა ინიციატორმა, ანდრეა ანიელიმ კი განაცხადა, რომ შესაძლოა ახალი ლიგა აღარ შედგეს.

თუმცა, ფლორენტინო პერესი დარწმუნებულია, რომ ამ პროექტს ალტერნატივა არ აქვს და გუნდებს კიდევ ერთხელ დაფიქრებისკენ მოუწოდებს. "ჩვენი პარტნიორი, ამერიკული ბანკი JP მორგანი არსად მიდის. 12 გუნდს უბრალოდ მოვუწოდებ, რომ დეტალებს გადახედონ და საღ გონებაზე შეაფასონ მოვლენები."

კომენტარები

ბოლო ამბები