Thumbnail

გურამ კაშიას ვიტესი ცალი ფეხით ევროპალიგის პლეი ოფის ფინალშია

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • დენ ჰააგი 2:5 ვიტესი
  • გურამ კაშია: ვიტესის სეზონი წარმატებული ჯერ არ არის

ჰოლანდიის რეგულარული პირველობის დასრულების შემდეგ მე-6 ადგილზე გასული არნემის ვიტესი წარმატებით ჩაება ევროპალიგის საგზურისთვის გამართულ პლეი ოფში.

გურამ კაშიას გუნდის პირველი მეტოქე რეგულარულში მე-7 ადგილზე გასული დენ ჰააგია. პირველი მატჩი სტუმრად ვიტესმა ულაპარაკოდ მოიგო - 5:2. კაშია და კომპანია უკვე პირველ ტაიმში იგებდა 4:0-ს ასე რომ, საპასუხო მატჩი, რომელიც 12 მაისს არნემში გაიმართება, ფორმალობაა. კაშიას გუნდი ფინალში გავა, სადაც უტრეხტი-ჰეერენვეენის წყვილის გამარჯვებულს შეხვდება ევროსაგზურისთვის ბრძოლაში. 
გურამ კაშიამ შეუცვლელად ითამაშა სტუმართა რიგებში. 

სტუმრად 5:2-ის შემდეგ საპასუხო მატჩი მხოლოდ ფორმალობაა

გურამ კაშია: სეზონი წარმატებული ჯერ არ არის

"ჩვენი მიზანი პლეი ოფში მოხვედრა კი არა, მისი მოგება და ევროსაგზურის მოპოვებაა. მხოლოდ ამის შემდეგ ჩავთვლით, რომ სეზონი წარმატებული იყო. მთავარია, ეს ევროსაგზური აუცილებლად მოვიპოვოთ".

კომენტარები

ბოლო ამბები