Thumbnail
  • ლოკომოტივი 0:1 საბურთალო
  • დინამო თბილისი და დინამო ბათუმი თავიანთ მატჩებს 25 აპრილს გამართავენ

ეროვნული ლიგის მე-10 ტურში "დინამო არენაზე" ლოკომოტივმა საბურთალოს უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა. ხვიჩა შუბითის გუნდში გამარჯვების გოლი 21-ე წუთზე იური ტაბატაძემ გაიტანა. ფორვარდმა ფიზიკურ ორთაბრძოლაში გურამ კაშია დაჯაბნა და ისე აიღო მამარდაშვილის კარი. ეს ტაბატაძის მე-5 გოლია სეზონში და ის დინამო თბილისის ფორვარდ მარუშიჩს დაეწია. 

ლოკომოტივის მომენტებიდან ავღნიშნავთ დარცმელიას საჯარიმოს, რომელიც ხარიხას მოხვდა. მეორე ტაიმში შეცვლაზე შესულ კოხრეიძეს სტუმართა მეორე გოლის გატანა შეეძლო, მაგრამ ფაქტობრივად, ცარიელ კარს ააცილა. მატჩის მიწურულს ლოკომოტივის თავკაცი გია ჭიაბრიშვილი მსაჯობით უკმაყოფილო იყო, ის არბიტრ აფციაურთან მიიჭრა. ამისთვის ჭიაბრიშვილი გააძევეს.

საბურთალო 17 ქულით მე-4 პოზიციაზეა, ხოლო ლოკომოტივი 14 ქულით მე-5 ადგილზეა. 25 აპრილს ჩემპიონი და ერთპიროვნული ლიდერი დინამო თბილისი სამგურალს ესტუმრება, ხოლო დინამო ბათუმი ტორპედო ქუთაისს უმასპინძლებს.    

📺 იური ტაბატაძის გოლი ლოკომოტივის კარში

ლოკომოტივი 0:1 საბურთალო

გოლი: ი. ტაბატაძე (21)

ლოკომოტივი (4-2-3-1): მამარდაშვილი - გაბაძე (58. ქველაძე), კაშია, სანდოხაძე, უბილავა - შონია, დარცმელია - კირკიტაძე (77. მუკბანიანი), სამურკასოვი (57. კახაბრიშვილი), უმარი (66. გავაშელიშვილი), სიხარულიძე

საბურთალო (4-3-3): გოშაძე - მალი, კაკუბავა, მუდრაცი, ლაცაბიძე (63. ჯინჯოლავა) - ტერა (87. ჯგერენაია), ძებნიაური, ლ. ნონიკაშვილი (87. ცნობილაძე) - გოჩოლეიშვილი (69. კოხრეიძე), მანდრიჩენკო, ი. ტაბატაძე (69. შულაია)

სამტრედია 2:1 თელავი

გოლები: 1:0 ჯუნიორი, 2:0 ბერიაშვილი (38-ავტოგოლი), 2:1 შეყილაძე

გაძევება: შერგელაშვილი (92. თელავი)

შუქურა 1:1 დილა 

გოლები: 1:0 სარდალიშვილი (54), 1:1 ჩიტეიშვილი (75) 

კომენტარები

ბოლო ამბები