Thumbnail

არსენ ვენგერი: ევროპაში ყველა პრემიერლიგის განადგურებაზე ოცნებობს

ლუკა ჩეკურაშვილი პროფილის ფოტო
ლუკა ჩეკურაშვილი
  • არსენ ვენგერს ევროპის სუპერლიგის იდეის თავიდანვე არ სჯეროდა
  • ფრანგის თქმით, ტურნირი პრემიერლიგას სერიოზულ საფრთხეს უქმნის

არსენ ვენგერმა ლონდონის არსენალის მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ყოფნის დროს შეძლო და "მეთოფეებს" პრემიერლიგა სამჯერ მოაგებინა. ფრანგი რამდენიმე წელია სამწვრთნელო საქმიანობას ჩამოშორებულია, თუმცა აქტიურ საფეხბურთო საქმიანობას მაინც ეწევა.

კვირის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ ტოპგუნდებმა ახალი ტურნირი - ევროპის სუპერლიგა დააარსეს, თუმცა გულშემატკივრებში არსებული დიდი უკმაყოფილების გამო, პროექტმა კრახი განიცადა.

არსერ ვენგერმა განაცხადა, რომ ევროპის სუპერლიგის შექმნის იდეა თავიდანვე განწირული ჩანდა. ფრანგს ძალიან გაუკვირდა, როდესაც იქ ინგლისური კლუბებიც იხილა, რადგან მიიჩნევს, რომ ეს ყველაფერი პრემიერლიგის განადგურებას ემსახურება, რაზეც ევროპაში ყველა ოცნებობს.

"ევროპის სუპერლიგა მკვდრადშობილია. თავიდანვე არ მჯეროდა, რომ ის იმუშავებდა. ყველაზე გასაკვირი ინგლისელების საქციელი იყო. ევროპაში ყველა ოცნებობს პრემიერლიგის განადგურებაზე. ინგლისში კი ამას თავად ვაკეთებთ. ამის რაციონალურობა არ მესმის, რადგან ინგლისმა ხმა მისცა "ბრექსიტს" და ახლა მათ სუპერლიგის მიღება სურთ. ინგლისელებს უძლიერესი ლიგა აქვთ. სუპერლიგა 100 პროცენტით ანადგურებს პრემიერლიგას", - განაცხადა ვენგერმა.

კომენტარები

ბოლო ამბები