Thumbnail

წარმატება სერბეთის სახელით - ზურაბ დათუნაშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალშია

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

სერბეთის სახელით მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი ვარშავაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ფინალში გავიდა. 

ოქროს მედლისთვის შეხვედრაში საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ყოფილი წევრის მეტოქე ბელარუსი კირილ მასკევიჩი იქნება. დავითაშვილისთვის ეს რევანშის აღების შანსია, გასული წლის ბოლოს მსოფლიო თასის ნახევარფინალში განცდილი მარცხისთვის

ევროპის ჩემპიონატზე, 87 კგ წონით კატეგორიის ფინალში გასასვლელად დათუნაშვილმა სამი შეხვედრა მოიგო. პირველ შეხვედრაში მან ხორვატ ვეკოსლავ ლუბორიჩს სძლია, მეოთხედფინალში მსოფლიოს და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი უკრაინელი ჟან ბელენუკი დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალში - გერმანელი დენის კუდლა.

ვარშავაში ზაურაბ დათუნაშვილისა და კირილ მასკევიჩის ფინალური შეხვედრა 24 აპრილს გაიმართება. ამავე წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრებისთვის ბრინჯაოს მედლის  თორნიკე ძამაშვილი იჭიდავებს. 

📺 დათუნაშვილი V ბელენიუკი

შეგახსენებთ, რომ ევროპის ორგზის ჩემპიონმა ზურაბ დათუნაშვილმა საქართველოს ნაკრების დატოვება, 2019 წელს, საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძესთან მომხდარი ინციდენტის შემდეგ გადაწყვიტა.

კომენტარები

ბოლო ამბები