Thumbnail

მე-3 მოგება ACA-ში - ლევან მაყაშვილმა ელისმარ ლიმას მოუგო

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ლევან მაყაშვილმა ACA-ში მე-5 ბრძოლა ჩაატარა
  • ქართველმა მებრძოლმა კარიერაში მე-18 გამარჯვება იზეიმა

ლევან მაყაშვილი ბელარუსის დედაქალაქ მინსკში გამართულ ACA 122-ზე ბრაზილიელ ელისმარ და სილვას დაუპირისპირდა და ამ ორგანიზაციაში მე-3 გამარჯვება იზეიმა.

მაყაშვილმა პირველივე რაუნდი აქტიურად დაიწყო და პირველ წუთზე მეტოქე პარტერში გადაიყვანა, სადაც რამდენიმე დარტყმა შეასრულა. ბრაზილიელმა წამოდგომა მოახერხა, მაგრამ ლევანმა მეტოქე აწია და კარგი თეიქდაუნი შეასრულა, რასაც ზედიზედ მეორე თეიქდაუნიც მიაყოლა და პირველი რაუნდი გამარჯვებით დაასრულა.

მაყაშვილმა მეორე რაუნდიც თეიქდაუნით დაიწყო და მთელი 5 წუთის განმავლობაში მეტოქეს შანსს არ აძლევდა. ქართველმა ბრძოლის უმეტესი ნაწილი პარტერში გაატარა და პირველი ორი რაუნდის მოგება მოახერხა.

ლიმამ მესამე რაუნდი აქტიურად დაიწყო და მაყაშვილმა რამდენიმე დარტყმაც გაუშვა, მაგრამ ლევანმა ორი წუთით ადრე ბრძოლის პარტერში გადაყვანა მოახერხა და ბრძოლის კონტროლიც გააგრძელა. ცხადი იყო, რომ მაყაშვილი ამ ბრძოლას მოიგებდა. მსაჯების გადაწყვეტილებით, ბრძოლის გამარჯვებული ლევან მაყაშვილი გახდა, რომელმაც ACA-ში მესამე, ხოლო კარიერაში მე-18 გამარჯვება იზეიმა.

კომენტარები

ბოლო ამბები