Thumbnail
  • უეფას აღმასკომმა მიმდინარე ევროტურნირების საკითხზე გადაწყვეტილება მიიღო
  • სუპერლიგაში თამაშის მსურველ კლუბებს სანქციები ჯერჯერობით არ დაეკისრებათ 

ევროპის სუპერლიგის დამფუძნებელმა კლუბებმა უეფასგან სანქციები დროებით აირიდეს.

ორგანიზაციის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე გადაწყდა, რომ კლუბების წინააღმდეგ სანქციები ამჯერად არ დაწესდება. შესაბამისად, ევროთასების ნახევარფინალური შეხვედრები გეგმის თანახმად ჩატარდება. თუმცა, გამორიცხული არაა, სასჯელები მოგვიანებით დაწესდეს.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მადრიდის რეალი ლონდონის ჩელსისთან ითამაშებს, ხოლო მანჩესტერ სიტი - პარი სენ-ჟერმენს დაუპირისპირდება. ფრანგული კლუბის გარდა, სუპერლიგაში თამაშს სამივე კლუბი უპირებდა. 

ევროპალიგის ნახევარფინალში ითამაშებენ მანჩესტერ იუნაიტედი და ლონდონის არსენალი, რომლებიც ასევე იყვნენ ახალ ტურნირში გაწევრიანებულები. იუნაიტედის მეტოქე რომაა, ხოლო არენალის - ვილიარეალი. 

ევროპის სუპერლიგაში, ზემოთ დასახელებული კლუბების გარდა, თამაშს ასევე აპირებდნენ: ბარსელონა, ატლეტიკო, ლივერპული, ტოტენჰემი, იუვენტუსი, ინტერი და მილანი. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ უეფას შეიძლებოდა ამის გამო რეალი და იუვენტუსი ჩემპიონთა ლიგის მომავალ გათამაშებაში არ დაეშვა.

კომენტარები

ბოლო ამბები