Thumbnail

1/8-ფინალში დინამო ბათუმის მეტოქე ცნობილია - საქართველოს თასის წილისყრა

  • სფფ-ში საქართველოს თასის მერვედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა
  • დინამო ბათუმს შემდეგ ეტაპზე ეროვნული ლიგა 2-ის აუტსაიდერი შეხვდა

23 აპრილს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის მერვედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. მასში მონაწილეობას ეროვნული ლიგის შვიდი, ეროვნული ლიგა 2-ის ექვსი, ლიგა 3-ის ორი და ლიგა 4-ის ერთი გუნდი იღებდა.

შეხვედრები 19 მაისს გაიმართება და შემდეგ ეტაპზე გამსვლელი გუნდები ერთმატჩიანი დაპირისპირებაში გამოვლინდებიან. 

ვიცე-ჩემპიონი დინამო ბათუმი, რომელმაც თასის გათამაშების 1/16-ფინალში გასვლაზე რუსთავს მოუგო (2:0), შემდეგ ეტაპზე სტუმრად ივანწმინდაში, საჩხერის ჩიხურას დაუპირისპირდება, რომელიც ეროვნულ ლიგა 2-ში გამოდის და სატურნირო ცხრილში ამჟამად ბოლო ადგილზეა. 

საქართველოს თასი. 1/8 ფინალი

დინამო 2 თბ V გარეჯი თბილისი
მერანი მარტვილი V გაგრა მარტვილი
ლოკომოტივი V თელავი
სიონი V სამგურალი 
საბურთალო V დილა
შევარდენი 1906 V შუქურა
გორი V არაგვი
ჩიხურა V დინამო ბათუმი.

კომენტარები

ბოლო ამბები