Thumbnail

მას მერე, რაც თემურ ქეცბაიას ანორთოსისმა თასის ფინალის საგზური დაიბევა, ერთ-ერთ რადიოგადაცემაში ჟურნალისტების კითხვებს კლუბის პრეზიდენტმა ევგენიოს ამბულასმა უპასუხა, რომელმაც ქართველი მწვრთნელის მომავალზე მინიშნებები გააკეთა.

ევგენიოს ამბულასი (ანორთოსისის პრეზიდენტი): "თემურ ქეცბაიას ყოველდღიურად ვხვდები. მის სამომავლო გეგმებზე უკვე დიდი ხანია, რაც შევთანხმდით. ამაზე მხოლოდ სეზონის შემდეგ, ფინალური მატჩის შემდეგ დავილაპარაკებთ. 
თუმცა ადრეც მითქვამს და გავიმეორებ, ჩვენი, ხელმძღვანელობის, ანორთოსისის ყველა წევრის სურვილია გამოინახოს ისეთი პირობა, რომ ქეცბაია გუნდში დარჩეს. ჩვენ წლები ველოდით ასეთ სიტუაციებს, როცა გუნდი ჩემპიონობისთვის იბრძვის, როცა გუნდი თასის ფინალში გადის... 

კლუბის ადმინისტრაცია და თემური შევთანხმდით, რომ ერთად ვიმუშავებთ, ერთად მოვიგებთ თასს და გავალთ ევროთასებზე. ამ თემაზე მეტის თქმა არ შემიძლია. ქეცბაია სხვანაირად ლაპარაკობს? ეს გადაწყვეტილება მისი სურვილის მიხედვით მივიღეთ". 

შეგახსენებთ, რომ ქართველთა ანორთოსისმა თასის ნახევარფინალში ორივე მატჩი მოუგო აპოელ-ს და ფინალში ოლიმპიაკოსს ხვდება, ევროთასებზე მხოლოდ გამარჯვებული გუნდი გადის. 

კომენტარები

ბოლო ამბები