Thumbnail

ავივას ნაცვლად გაზპრომ არენა - რუსეთი ევრო 2020-ის მასპინძელი ხდება? 

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • დუბლინის ნაცვლად ევროპის ჩემპიონატს შესაძლოა სანკტ პეტერბურგმა უმასპინძლოს...
  • ევროპის ჩემპიონატი ფანებთან ერთად! 8 ქალაქი თანახმაა, 4-ის პასუხს ელოდებიან

ტელეგრამის არხ Мутко против-ზე ამტკიცებენ, რომ უეფამ პრინციპული გადაწყვეტილება უკვე მიიღო ევრო 2020-ის ერთ-ერთ მასპინძელ ქალაქთან დაკავშირებით. "ჩვენი წყაროს ცნობით, დუბლინში ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მატჩები აღარ გაიმართება, მის ნაცვლად ტურნირს სანკტ პეტერბურგი უმასპინძლებს. ამის შესახებ უეფა ოფიციალურად ხვალ გამოაცხადებს. კიდევ ერთი თამაში, რომელიც დუბლინში უნდა გამართულიყო (პლეი ოფის) ლონდონში შედგება. ასევე უეფამ გადაწყვიტა, რომ აღარ დაამატოს მასპინძელი ქალაქები (სევილიის გარდა). ასე რომ, მოსკოვში რამდენიმე მატჩის გამართვაზე უარი განაცხადეს".

შეგახსენებთ, რომ ევრო 2020 შარშან უნდა გამართულიყო, მაგრამ მსოფლიო პანდემიის გამო ერთი წლით გადაიდო. საქართველოს ნაკრები ისტორიაში ყველაზე ახლოს იყო ევროპის ჩემპიონატში თამაშთან, მაგრამ თბილისში პლეი ოფის ფინალი წააგო ჩრდილოეთ მაკედონიის გუნდთან - 0:1. 

ევრო 2020 - 2021 წლის 11 ივნისიდან 11 ივლისამდე გაიმართება. 12 მასპინძელი ქალაქიდან ორის, მიუნხენისა და დუბლინის მდგომარეობა ბოლო დრომდე გაურკვეველი იყო. 

კომენტარები

ბოლო ამბები