Thumbnail
  • ჟოან ლაპორტამ დუმილი დაარღვია და სუპერლიგაზე ისაუბრა
  • ბარსელონას პრეზიდენტის აზრით, სუპერლიგა საჭიროა

ბარსელონას პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ სუპერლიგასთან დაკავშირებით დუმილი დაარღვია და TV3-თან ბოლო დღეების მთავარ საკითხზე კომენტარი გააკეთა. ბარსას ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ სუპერლიგა კარგი იდეაა, რომელიც ისევ არსებობს და ეს კლუბებს სჭირდებათ.

"ჩვენ გონივრული პოზიცია გვაქვს. სუპერლიგა აუცილებლობაა, მაგრამ ბოლო სიტყვა საბჭოს წევრებს ეთქმით. ეს უნდა იყოს მიმზიდველი შეჯიბრი, რომელიც აგებული იქნება სპორტულ დამსახურებაზე. ჩვენ ვართ ეროვნული ჩემპიონატების მხარდამჭერები და გახსნილი ვართ უეფასთან დიალოგისთვის. გვჭირდება მეტი რესურსი, რომ ეს შესანიშნავი შოუ შედგეს. ვფიქრობ, შეთანხმება მოიძებნება.

ზოგიერთ კლუბზე ზეწოლა განხორციელდა და ამიტომაც გავიდნენ, მაგრამ წინადადება არსებობს და იარსებებს. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან ინვესტიციებს ვახორციელებთ, ხელფასები ძალიან მაღალია და ეს არის ფაქტორები, რომლებიც გასათვალისწინებელია, ისევე როგორც უნდა გავითვალისწინოთ სპორტული დამსახურებაც“, - თქვა ლაპორტამ.

🔗 მეტი ამ თემაზე

ევროპის სუპერლიგის ფორმირების შესახებ 18 აპრილს გახდა ცნობილი. ახალ ტურნირში არსენალი, ჩელსი, ლივერპული, მანჩესტერ სიტი, მანჩესტერ იუნაიტედი, ტოტენჰემი, რეალი, ბარსელონა, ატლეტიკო, მილანი, ინტერი და იუვენტუსი უნდა ჩართულიყვნენ, თუმცა, უკვე 48 საათში კლუბებმა შეჯიბრის დატოვების შესახებ განცხადებების გაკეთება დაიწყეს და პროექტი ჩაშლილად გამოცხადდა.

    კომენტარები

    ბოლო ამბები