Thumbnail

'მკაფიო პოზიცია გვაქვს' - დორტმუნდში ჰაალანდზე გადაწყვეტილება მიიღეს

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • დორტმუნდის სპორტულმა დირექტორმა ჰაალანდზე ილაპარაკა
  • 20 წლის ნორვეგიელით ევროპული გრანდები ინტერესდებიან

დორტმუნდის ბორუსია ერლინგ ჰაალანდის ზაფხულში გაყიდვას არ გეგმავს. როგორც Sky Deutschland-ს კლუბის სპორტულმა დირექტორმა მიხაელ ზორკმა განუცხადა, ნორვეგიელთან დაკავშირებით მათ ჩამოყალიბებული პოზიცია აქვთ.

"ერლინგ ჰაალანდი აქ დარჩება. ჩვენ მკაფიო პოზიცია გვაქვს ჰაალანდის მდგომარეობასთან დაკავშირებით და უკვე ვთქვით, რომ მიუხედავად იმისა, რომ რომელ ადგილზე დავასრულებთ სეზონს, ის მომდევნო სეზონშიც ჩვენთან ითამაშებს", - თქვა ზორკმა.

შეგახსენებთ, რომ დორტმუდმა 2020 წლის ზამთარში ავსტრიულ ზალცბურგს ჰაალანდის სანაცვლოდ 20 მილიონი ევრო გადაუხადა. ნორვეგიელ ფორვარდს გერმანულ გუნდში ჩატარებულ 55 მატჩში 51 გოლი აქვს გატანილი.

20 წლის ფორვარდს არაერთ ევროპულ გრანდს უკავშირებენ, მათ შორის, რეალს, ბარსელონას, მანჩესტერ სიტის, მანჩესტერ იუნაიტედსა და ჩელსის. ფეხბურთელის აგენტი მინო რაიოლა კი მისი კლიენტისთვის საკმაოდ მაღალ ხელფასსაც ითხოვს.

კომენტარები

ბოლო ამბები