Thumbnail
  • აპოელ 1:3 (0:1) ანორთოსისი
  • ევროსაგზურისთვის ანორთოსისს ფინალის მოგება სჭირდება

თემურ ქეცბაიას ანორთოსისი კვიპროსის თასის ფინალშია - ქართველი მწვრთნელის გუნდმა საპასუხო მატჩიც მოუგო აპოელ-ს, ამჯერად 3:1 და ფინალში ნიქოზიის ოლიმპიაკოსს შეხვდება. ეს წყვილი თასის ფინალში ბოლოს 1962 წელს დაუპირისპირდა ერთმანეთს და მაშინ ანორთოსისმა 5:2 მოიგო. 

ფინალში მე-17-ედ გასვლა ასე იზეიმეს

შეგახსენებთ, რომ პირველ მატჩში 10 კაცით დარჩენილმა ანორთოსისმა (ბუბა დაუშვილი გააძევეს) აპოელ-ს 1:0 მოუგო. იმ მატჩში ბრწყინვალედ ითამაშა გიორგი ლორიამ. საპასუხო შეხვედრაში სამი ქართველი (დაუშვილი დისკვალიფიცირებული იყო) სასტარტოში იყო: ლორიამ (გააფრთხილეს) და ოქრიაშვილმა შეუცვლელად ითამაშეს, გიორგი ქვილითაია კი ქეცბაიამ 64-ე წუთზე გამოცვალა. სხვათა შორის, ლორიას გოლი არც ამ მატჩში გაუშვია თამაშიდან, პენალტით გაუტანეს. თასის გამარჯვებული ევროთასების საგზურს მოიპოვებს.  

თორნიკე ოქრიაშვილი აპოელ-ის წინააღმდეგ

თემურ ქეცბაია (ანორთოსისის მწვრთნელი): "ფეხბურთელებს ამ გამარჯვებას ვულოცავ, როგორც იქნა, ფინალში ვართ. ძალიან ხშირად არ გვიმართლებდა, ამ წლების განმავლობაში. ოლიმპიაკოსმა აჩვენა, რომ იოლი მეტოქე არ იქნება ფინალში. 
ღმერთის წყალობით, შემთხვევით არაფერი ხდება. ჩვენ შემთხვევით არ დაგვიმარცხებია აპოელ-ი. აღარ გავრცელდები ამ თემაზე, თქვენ ყველამ კარგად იცით, რასაც ვგულისხმობ. ბოლო 2 წელია, აპოელ-ს 6-დან 4 მატჩი მოვუგეთ და 2 ფრედ დავასრულეთ. ფინალში ისე ვითამაშებთ, როგორც ამ გუნდის ისტორია იმსახურებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები